Daily Mail-მა კვარაცხელია "ვულვერჰემპტონს" დაუკავშირა

AutoSharing Option
პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ „დეილი მეილმა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ინგლისის პრემიერლიგის გუნდების სამიზნეების ვინაობა გაამხილა და საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია „ვულვერჰემპტონს“ დაუკავშირა.

„მაშ ასე, ვის გაუფორმებს თქვენი კლუბი იანვარში ხელშეკრულებას? კლუბები სავარაუდო ახალწვეულებს აკვირდებიან. Sportsmail-ი ყოველი გუნდის სატრანსფერო მიზნებზე ამომწურავ ინფორმაციას წარმოგიდგენთ. როგორც იქნა, სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და ეს იმას ნიშნავს, რომ დადგა დრო კლუბებმა ფეხბურთელები შეიძინონ. კოვიდისა და მატჩების გამთანგავი გრაფიკის გამო, რაც გადაღლილობას და ტრავმებს იწვევს, ეს შემადგენლობების გასაძლიერებლად საუკეთესო პერიოდია.

„ვულვერჰემპტონი“

ვინ სჭირდებათ: ცენტრალური მცველი,
გარემარბი და თავდამსხმელი

ვინ მოსწონთ: ნიკოლა მილენკოვიჩი (ფიორენტინა), რობ დიკი (ქუინზ პარკი), რენატო სანჩესი (ლილი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი)

ვინ შეიძლება წავიდეს: ადამა ტრაორე

სამომავლო პერსპექტივა: მიუხედავად ტრავმისა, თავდამსხმელი ხვან ხვინ ჩანი საბოლოოდ გააფორმებს კონტრაქტს „ლაიპციგთან“, ვიდრე რომენ საისი აფრიკის თასზე ითამაშებს, შეიძლება მის შემცვლელად „ბირმინგემიდან“ დიონ სანდერსონი გამოიწვიონ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
წყალტუბოს სამგურალია მაგის ბოლო
ანონიმური
20:02 02-01-2022
38
მარტვილის მერანი
მეგრელი
22:12 02-01-2022
19

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული