ქართველი კიპერის სატრანსფერო ღირებულება 850 ათასი ევრო იყო. გიორგის გამოსასყიდი თანხა თავდაპირველად 20 მილიონი ევრო იქნება, რომელიც ყოველწლიურად 5 მილიონით გაიზრდება.
ამის შესახებ განცხადება თბილისის "დინამომაც" გაავრცელა:
"დინამო თბილისმა" საფეხბურთო კლუბ "ვალენსიასთან" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ოფიციალურ შეთანხმებას მიაღწია. ესპანურმა მხარემ ქართველი მეკარე წინასწარ განსაზღვრულ ვადაში გამოისყიდა.
გიორგი მამარდაშვილი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და წლების განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ასპარეზობდა. ახალგაზრდა
საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი" მოხარულია, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილი მოთამაშე კარიერას ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატის გამორჩეულ გუნდში გააგრძელებს. კლუბი გიორგი მამარდაშვილს წარმატებას უსურვებს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე."
31 დეკემბერი "ღამურებისთვის" უიღბლო გამოდგა - ლა ლიგის მე-19 ტურში "ესპანიოლთან" "მესტალიაზე" დამარცხდა - 1:2. მასპინძლები იგებდნენ, თუმცა დუროს გაძევების შემდეგ საკუთარ კარში 2 გოლი მიიღეს. ბორდალასის შეგირდებმა 6 გაფრთხილება მიიღეს, მათ შორის, მეკარე სილესენმაც.
"ვალენსიას" უახლოესი შეხვედრა 5 იანვარს, "კოპა დელ რეიზე" აქვს - "კარტახენას" ესტუმრება. მოგეხსენებათ, ესპანეთის თასის წინა ეტაპებზე მეკარე ხაუმე დომენეკი თამაშობდა. სავსებით შესაძლებელია, ახლა ამის საშუალება გიორგი მამარდაშვილს მიეცეს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, 8 იანვარს (00:00 სთ), მე-8 ადგილზე მყოფი "ვალენსია" ლიდერ მადრიდის "რეალს" ესტუმრება.
Eldesmarque: "ვალენსიამ" თბილისის "დინამოს" მამარდაშვილის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება აცნობა
მამარდაშვილის "ვალენსია" წელს დაასრულებს - უცნაური ტური "ლა ლიგაში"
"მამარდაშვილი "ვალენსიას" 100%-იან მფლობელობაში ზაფხულიდან გადავა" - ყველა დეტალი ტრანსფერზე