მამარდაშვილის "ვალენსია" წელს დაასრულებს - უცნაური ტური "ლა ლიგაში"

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის უკანასკნელი ტური უცნაურად იმართება. მადრიდის "რეალმა" და ბილბაოს "ატლეტიკმა" მე-19 ტურის შეხვედრა შობამდე გამართეს, ახალი 2022 წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე კი "მესტალიაზე" გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "ესპანიოლს" უმასპინძლებს. დარჩენილი შეხვედრები იანვარში შედგება.

"ღამურები" საკუთარ მოედანზე იშვიათად მარცხდება - ბოლოს 19 სექტემბერს, "სამეფო კლუბთან" (1:2) წააგეს. მაშინ მათ კარს ქართველი კიპერი იცავდა. თუმცა გუნდს გამარჯვების მოპოვებაც უჭირს.

ამ ორი გუნდის ურთიერთდაპირისპირების ისტორია ერთ-ერთი ყველაზე გრძელია - 1928-29 წლების სეზონიდან იწყება. რაც შეეხება ვალენსიაში გამართულ შეხვედრებს - 55
მასპინძლებმა მოიგეს, 18 მატჩი ფრედ დასრულდა, 7-ში კი კატალონიელებმა გაიმარჯვეს. "ღამურებმა" ამ მატჩებში 163 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში 68 მიიღო.

"ვალენსია" 28 ქულით "ლა ლიგაში" მე-8 ადგილს იკავებს, "ესპანიოლი" კი 23 ქულით მე-11 პოზიციაზეა. მცირეა იმის შანსი, გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ. შეხვედრა 31 დეკემბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.

alt"მამარდაშვილი "ვალენსიას" 100%-იან მფლობელობაში ზაფხულიდან გადავა" - ყველა დეტალი ტრანსფერზე

altრას ნიშნავს რივეროს წასვლა? - "ვალენსიამ" მამარდაშვილი მალე უნდა გაიფორმოს...

altბორდალასის სატრანსფერო გეგმები - მამარდაშვილის საკითხი 3 იანვრის შემდეგ


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული