მაკარიძემ ტრავმა მიიღო და "ალმერია" თასიდან გამოვარდა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/16-ფინალში გიორგი მაკარიძის „ალმერია“ საკუთარ მოედანზე ლა ლიგის „ელჩესთან“ 1:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მაკარიძეს ჩემპიონატზე თამაში არ უწევს, თასზე კი სისტემატურად ასპარეზობს და ძალიან საიმედოდ იცავს კარს, მაგრამ 52-ე წუთზე გოლის გაშვების შემდეგ, როდესაც ანგარიში 1:1 გახდა, ტრავმა მიიღო და შეცვალეს. 84-ე წუთზე სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს და 1/8-ფინალში გავიდნენ.

„ალმერია“ სეგუნდა დივიზიონის ერთპიროვნული ლიდერი და პრიმერაში დაწინაურების მთავარი კანდიდატია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული