წიტაიშვილი ზაფხულამდე "ჩერნომორეცში" დარჩება

AutoSharing Option
ua-football-ი FootBoom-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი ზამთარში გუნდს არ გამოიცვლის.

21 წლის წიტაიშვილი კიევის "დინამოს" იჯარით "ჩერნომორეცში" ჰყავს გაშვებული, სადაც კლუბის ხელმძღვანელობა და საერთოდ სიტუაცია შეიცვალა. ირწმუნებოდნენ, რომ წიტაიშვილს რამდენიმე კლუბი ეპატიჟებოდა და გუნდს გამოიცვლიდა.

თუმცა "დინამომ" გიორგის გაყიდვა არ ისურვა, სეზონის მეორე ნახევარშიც "ჩერნომორეცში" ითამაშებს და შემდეგ მშობლიურ გუნდში დაბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ზურა კარგ ფეხბურთელებს აგენტები იქეთ პოულობენ და კარგ პირობებს სთავაზობენ თანამშრომლობის, ხოლო საშუალო დონის მოთამაშეები აგენტებს ეძებენ :) ჩაკვე თუ ტრავმიანია აგენტი რა შუაშია, ან კვარაცხელიას რომ გოლი ვერ გააქვს რუსეთში ეგ აგენტის ბრალია ? წიტაიშვილმა ახლა დაიწყო თამაში აქამდე არც თამაშობდა. აგენტი არაფერ შუაში არაა , აგენტი შუამავალია კლუბებს შორის უბრალოდ, დაინტერესება თუ არაა აგენტმა რა ქნას
ზურა-ს
13:19 07-01-2022
2
კიევის დინამო ყოველ წელს თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე! გიოს თუ მართლაც ექნება იქ თამაშის შესაძლებლობა ძალიან კარგი იქნება მისი კარიერისათვის!ბევრი უკრაინელისგან გამიგია გიო კარგ ფორმაში შაპარენკოს ჯობიაო!
რობი
12:32 07-01-2022
0

სიახლეები პოპულარული