ua-football-ი FootBoom-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცის თანახმად იტყობინება, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი ზამთარში გუნდს არ გამოიცვლის.
21 წლის წიტაიშვილი კიევის "დინამოს" იჯარით "ჩერნომორეცში" ჰყავს გაშვებული, სადაც კლუბის ხელმძღვანელობა და საერთოდ სიტუაცია შეიცვალა. ირწმუნებოდნენ, რომ წიტაიშვილს რამდენიმე კლუბი ეპატიჟებოდა და გუნდს გამოიცვლიდა.
თუმცა "დინამომ" გიორგის გაყიდვა არ ისურვა, სეზონის მეორე ნახევარშიც "ჩერნომორეცში" ითამაშებს და შემდეგ მშობლიურ გუნდში დაბრუნდება.