"ტრაბზონსპორი" აზაროვის ნაცვლად პოლონელ მცველს დაიმატებს

AutoSharing Option
როგორც იცით, ბათუმის "დინამოდან" "ტრაბზონსპორში" ირაკლი აზაროვის ტრანსფერი ამ ეტაპზე არ შედგა და მის ნაცვლად თურქული კლუბი პოლონეთის ნაკრების 22 წლის მცველს ტიმოთეი პუხაჩს დაიმატებს.

პუხაჩი ბერლინის "უნიონში" ზაფხულში "კატოვიცედან" გადავიდა, მაგრამ კონკურენციას ვერ გაუძლო და გერმანულ გუნდში ბუნდესლიგაში საერთოდ არ უთამაშია, მხოლოდ ევროპა ლიგის მატჩებში მიიღო მონაწილეობა. ადრე "ტრაბზონსპორს" მისი შეძენა უნდოდა, მაგრამ 5 მილიონი ევრო დაუფასეს და მაშინ ტრანსფერი არ შედგა. პოლონური sport.wprost-ისა და გერმანული gazetefutbol-ის ცნობით, პუხაჩი ტრაბზონულ გუნდში იჯარის წესით გადავა.

თურქული "ფანატიკი" ირწმუნება, რომ პუხაჩს
ექვსთვიან საიჯარო ხელშეკრულებას გაუფორმებენ და შემდეგ შეიძლება მისი კონტრაქტი გამოისყიდონ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
მაინტერესებს “კეთილისმსურველები” რომ ამბობდნენ, მილიონად ნუ მიდის ტრაბზონშიო, ეხლა სად წავა აზაროვი. რუსეთის ლიგაში თამაშს ნამდვილად ჯობია თურქეთი. ჯერ ერთი უფრო ტექნიკური და ნაკლებად “მჩეხავების” ლიგაა, მეორე სახლთანაც ახლოს იქნებოდა, მესამე თირქეთის ჩემპიონი გახდებოდა წელს და მომავალ წელს ლიგასაც ითამაშებდა ალბათ. ძალიან ბევრ პლიუსზე თქვეს უარი. თან რაც ყველაზე მთავარია, ძალიან არაპროფესიონალურად მოიქცა ქართული მხარე. არ შეიძლება ხელშეკრულების პირობების ბოლო მომენტში შეცვლა, როცა სინჯებზე ჩადიხარ. მაშინ თავიდანვე უთხარი ფასი გაიზარდა, ვიდრე ორი თვის წინ იყოო…

მოკლედ წარმატება აზაროვს, მაგრამ მე კარგა არაფერს მომასწავებს ის თუ მართლა კრასნოდარში გადავიდა როგორც იწერებოდა
საინტერესია სად წავა აზაროვი
20:16 07-01-2022
5
პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელს,წესით უნდა მოეხერხებინა უნიონის ძირითადში მოხვედრა,მაგრამ შეგუება ვერ შესძლო და ნახევარი წელი,ფაქტობრივად უპრაქტიკოდ დარჩა.მისი ფასი,5 მილიონი ყოფილა.ირაკლიში 1,8 მილიონს ამბობდნენ და მასზე სამი წლით უმცროსს,რა გარანტია აქვს,რომ შეეჩვევა,ძირითადში დააყენებდნენ და მუდმივი პრაქტიკა ექნებოდა?მისი ზრდისათვის კი,ახლა მუდმივი სათამაშო დროა,ყველაზე მთავარი.აი ამიტომ ვფიქრობ,რომ არ უნდა იჩქაროს უცხოეთში წასვლა.ფულს კი,ფულს მერეც იშოვის და გაცილებით მეტსაც.
სოსო
21:42 07-01-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული