ჩაკვეტაძეს "ალკმაართან" მატჩში მონაწილეობა არ მიუღია

AutoSharing Option
ესპანურ შეკრებაზე მყოფი "გენტი", რომლის შემადგენლობაში არ იყო გიორგი ჩაკვეტაძე, ამხანაგურ მატჩში "ალკმაართან" 0:1 დამარცხდა.

შეხვედრა 3 30-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და მიუხედავად იმისა, რომ "გენტს" სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, მასში ჩაკვეტაძეს მონაწილეობა არ მიუღია.

გიორგი მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა შეკრებაზე წაიყვანა, საიდანაც ხვალ ბელგიაში დაბრუნდებიან და 14 იანვარს, ჩემპიონატის 22-ე ტურში "კორტრიკს" უმასპინძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 12 /
კუმსი-მალედე-მბოიო ამ თამაშში ამ 3 ფეხბურთელზე განხორციელდა 3 ცვლილება,კიდევ 4 ფეხბურთელზე 2 ცვლილება.ამხანაგურის პონტში რამოდენიმეჯერ გაიყვანა შემოიყვანა ფეხბურთელები მწვრთნელმა და ჩაკვეტაძე უთამაშებელი დატოვა...ჩაკვე ივარჯიშე ბევრი და რაც შეიძლება მალე წამოდი მაქედან...ვცემდი ამ ახვარ ტრეინერს
ზალიკო
23:28 07-01-2022
4
ასეთი იგნორი იმას ნიშნავს რო მიდის ალბათ გუნდიდან.
Levani
23:07 07-01-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული