"ჩაკვეტაძეს იჯარით წასვლა უნდა, მაგრამ..." - ბელგიური პრესა ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერს

AutoSharing Option
ბელგიური voetbalprimeur.be გიორგი ჩაკვეტაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერს.

როგორც აღნიშნულ სტატიაში ვკითხულობთ, ჩვენებურს იჯარით წასვლა და მეტი სათამაშო დრო სურს, თუმცა "გენტი" ამაზე უარზეა.

ამის მიზეზი კი ბელგიელების მხრიდან ქართველი ფეხბურთელში ჩადებული ინვესტიციებია.

"გენტის" მწვრთნელი ხშირად ამბობს, რომ ჩვენებურს სავარჯიშო მონდომება აკლია და მას სათამაშო დროს თითქმის არ აძლევს.

ჩაკვეტაძე ბოლოს მოედანზე 2021 წლის 9 დეკემბერს "ფლორასთან" კონფერენს ლიგის მატჩში გამოჩნდა მოედანზე და მას შემდეგ კლუბის განაცხადში ვერ ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ძალიან უცნაურია გენტის მიდგომა თავის კლუბში არ ათამაშებენ და არც სხვაგან უშვებენ და რა ინვესტიციაზეა საუბარი 1.5 მილიონად იყიდეს მესმის როცა 20
მილიონად ყიდულობ ფეხბურთელს მაშინ თქვა ეგ მაგრამ 1.5 ევროზეა საუბარი აი ეს არის კომერციული კლუბი და მისი პოლიტიკა სანამ ბოლომდე არ გამოწურავენ და ამოიღებენ ჩადებულ თანხებს იქამდე არ გაუშვებენ და ამ გეტმა ერთხელ კინაღამ დაუნგრია კარიერა და ჯამრთელობა ჩაკვეს და ახლა სხვა გუნდშიც არ უშვებენ იჯარით რო ითამაშოს
ლაშა
08 იანვარი 2022 20:16
7
მახსოვს მეგობარი გოგონა რომ გაიჩინა, როგორ შეიცვალა მერე. შეიძლება ტრავმის ბრალიცაა მხოლოდ, ან იქ რომ გარემოცვა ჰყავს , მარა მგონია რომ სპორტსმენი რომ ხარ და თან ქვეყნის იმედი, პირადი ცხოვრება ცოტა ხანი უნდა მიახმარო სპორტს და არა პირიქით. სულ 12 წელია დაახლ. ფეხბურთელის კარიერა. გულდასაწყვეტია, მარა რასაც ვუყურებ ეს მენტალური პრობლემაა. კაცმა ერთი ინტერვიუც კი ვერ ჩაწერა ადეკვატურ, რომ გსვიგოთ რაშია საქმე. ძალიან სამწუხაროა!
კაპიტან გარდენბურგი
08 იანვარი 2022 19:06
1
აი ჭკვიანური გადაწყვეტილება,მაინც მოუწევს რუბინის დუბლებში მისვლა,გაერთობა იქ,დატკბეს კვარაცხელიას თამაშით..
რუბინი
08 იანვარი 2022 19:00
14
რომაში ხომ არ წავიდეს და მხითარიანის თამაშით ხომ არ დატკბეს
ყარაბახი აზერბაიჯანია
08 იანვარი 2022 22:02
4
მე უკვე სერიოზულად ვშიშობ ველურმა ბელგიელებმა გიო არ ჩამოახრჩონ!
aburjga
08 იანვარი 2022 18:55
6
წარმატებები გიორგი ჩაკვეტაძეს.არა მგონია რამეში ცდებოდეს,თუ რაიმე ქართული ჭირი არ სჭირს,რმლის დაძლევასაც ერის გასახარად ვთხოვთ ყველანი.
ilia
08 იანვარი 2022 18:43
1
ერთი ინტერვიუ რო ჩაწეროთ და თვითონ თქვას რა ხდება- შიშები აქვს რეციდივის თუ დრო სჭირდება მეტად ფორმაში შესასვლელად,თუ გუნდის შეცვლა უნდა-კარგი იქნებოდა როცა პაუზა იქნება დაუკავშირდეთ
Levani
08 იანვარი 2022 18:28
0
ადრე დაწერეს - მწრვთნელმა თავს სანამ მის სამეგობრო წრეს არ მოიშორებს კარიერას დაიღუპავსო. არ ვიცით ვინ ჰყავს გვერდზე ბელგიაში მაგრამ აშკარაა რომ ვიღაცამ თავგზა აუბნია. სამწუხაროა ამხელა ნიჭის პატრონი თუ დავკარგეთ ვიღაც ძველი ბიჭების ან ქურდული გაგების იდიოტების გამო. ერთი ნიჭიერი სპორტსმენი არის მანდ, ძალიან ახალგაზრდა საქართველოს ჩემპიონიც გახდა, რომელსაც მწვრთნელმა რომ ჰკითხა შვილო რა გინდა გამოხვიდე ამხელა ნიჭი გაქვს და ამდენ დროს ჰკარგავო, ვარჯიშებს აცდენო - უპასუხა ქურდი მინდა გავხდე რომ გავიზრდებიო. ესეთი აზროვნება თუ არ მოისპო საქართველოში ვერავინ შორს ვერ გაფრინდება...
gd
08 იანვარი 2022 18:09
1
მონდომება კი არ აკლია არასწორი მიდგომაა მწვრთნელის მხრიდან რო ითხოვს სხვებისნაერი გახდეს და გიომ არ იცის როგორ დაარწმუნოს რო ცდება
შოკირებული გულშემატკივარი
08 იანვარი 2022 17:19
33
ასე დაბეჯითებით, რომ ამბობთ რა და როგორაა - რამე გაქვთ დამადასტურებელი თუ თქვენი სუბიექტური ვარაუდებია?
დათო
08 იანვარი 2022 19:58
4
როდის აქეთ ამუშავდა ტაქტიკა "ფეხბურთის ტაქტიკის განსაზღვრაში მწვრთნელი ზედმეტია"..:))
???
08 იანვარი 2022 19:54
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული