კვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football

AutoSharing Option
რუსული Euro-football-ი ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე წერს:

"კვარაცხელიასა და სამოშნიკოვის, შესანიშნავი ფეხბურთელების, სხვა კლუბში გადასვლა "რუბინის" ხელმძღვანელობის ხელშესახები წარმატება იქნება და  ტრანსფერებს კლუბის ბიუჯეტში ბევრი თანხის დამატება შეუძლია.

ყველაფერი ეს, თუ, რა თქმა უნდა, ორივე გონს მოვა: ერთი - ტრავმის შემდეგ, მეორე კი - სეზონის გულწრფელად სუსტი დაწყების. მაშინაც კი, თუ ძვირად ვერ გასხვისდებიან,  მოზიდული თანხა დახარჯულ ღირებულებას მაინც აღემატება. ასე იყო მაკაროვის შემთხვევაშიც - "დინამოსგან" მიღებული "ნეფტეხიმიკისგან" შეძენილისგან ბევრად მეტი იყო.

შიდა ბაზრის შესახებ კლუბის ხედვა ერთგვარად არასტაბილურია -
დახარჯული ფული და დამყარებული იმედები ხშირად ვერ მართლდება."

ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ სატრანსფერო საუბრები აქტუალობას არ კარგავს. ბოლოს ის ინგლისურ "ვულვზს" დაუკავშირეს.

alt"გოლოვინი, კვარაცხელია და ჰოლანი კლუბებს შეიცვლიან" - Championat

altDaily Mail-მა კვარაცხელია "ვულვერჰემპტონს" დაუკავშირა

altხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ყველაზე დიდი მოტივაციაა

მკითხველის კომენტარები / 33 /
რეკომენდაციის გაწევა სხვა რამეა, თუ გამოვა და მისი რეკომენდაციით რომელიმე ნიჭიერი ფეხბურთელი მაგარ გუნდში მოხვდება და რუსეთში არ ჩარჩება, მაგას რა ჯობია.
მთელი ერი მადლობას გადავუხდით. უბრალოდ ეს დამოკიდებულება, რომ აი მე ვცადე და არავის უნდა, თან სიმეონემ ასე თქვა მაგდენი არ ღირსო... რავიცი მოგწონთ ასეთი მიდგომა?
მე არ მომწონს და ეს ჩემი აზრია.
ჩემი აზრით არავის სახვეწნი არაფერი სჭირს კვარაცხელიას.
არველაძე ქართული ფეხბურთის ლეგენდაა და ახალგაზდა ფეხბურთელების მიმართ სხვანაირი მიდგომა მართებს.
თუ მაინც არ გამოვიდა ატლეტიკო და აიაქსთან მოლაპარაკება, რა ემატება მაგით ახლა რომ აჟღერებს? თავის თავს არეკლამებს ანუ, მე ვცადე და არავის უნდაო.
თან მიამადლა, შენს გამო სიმეონეს ველაპარაკე (სიმეონეს იცნობს გავიგეთ) და მაინც არავის უნდევხარო.
რომ შეენახა ეგ აზრები თავისთვის არა?
კარგით რა.
Skeleton
20:21 09-01-2022
1
კვარა, შენ იყო ცუდი ბიჭი, თუ ყველას არ მოაკეტინო და მაგარი ფეხბურთი არ ითამაშო. - შეგიძლია მეგობარო და დაადუმე რა კრიტიკოსები (მოძულეები)…
ირაკლი
00:01 10-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული