Sportifcumlele: თურქული გრანდი ლობჟანიძით დაინტერესდა - "გალათასარაის" ქართველით გაძლიერება სჭირდება

AutoSharing Option
თურქული Sport ifcumlele წერს, რომ "გალათასარაი" შეტევის მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას საჭიროებს და "ჰათაისპორის" ფეხბურთელის საბა ლობჟანიძის ტრანსფერს განიხილავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გუნდს პრობლემა აქვს, ოგულკან ჩაგლაიანი ძალიან შრომისმოყვარეა, დიდ სამუშაოს ასრულებს მოედანზე, დაცვას ეხმარება, მაგრამ "გალათასარის" ის არ სჭირდება, რუმინელი ოლიმპიუ მორუტანი უფრო ეფექტური ნახევარდაცვის ცენტრშია, ვინაიდან ფლანგზე მოქმედებაში ცოტა არ იყოს შეზღუდულია, ამ ეტაპზე სტაბილურობაც აკლია, ამიტომ მწვრთნელი ისევ სოფიან ფეგულის დაეყრდნო, რომელიც ასევე ვერ გამოირჩევა სტბილურობით და ყურადღებას ლობჟნიძეზე ამახვილებს.

"ლობჟანიძის სახელი "გალათასარაის" დაუკავშირეს. ის "ჰათაისპორში" თამაშობს და
გასული სეზონის მიხედვით ვიცნობთ, როდესაც "ანკარაგიუჯიუ" ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა, შეტევაში მათი მთავარი კოზირი იყო. ანკარაში მატჩში მარკაო კინაღამ ზღვაში გადააგდო. ამ სეზონში "ჰათაისპორში" ომერ ერდოღანის გუნდში კიდევ უფრო წარმატებული გახდა.

"ჰათაისპორში" 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. მემარჯვენეა და უპირატესად მარჯვენა ფრთაზე თამაშობს. მიუხედავად ამისა ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. მოძრობისას ბურთს კარგად ფლობს, აქვს კარგი დრიბლინგი, ტექნიკა, დარტყმა და შეტევის დასრულება შეუძლია. სწრაფია. ტექნიკური არსენალი ყველაფერ ამაში ეხმარება. თუ გასაძლიერებლად ფეხბურთელი სჭირდებათ, ასეთი უკვე არსებობს, რომელიც სივრცეს თავისუფლად იყენებს.

თურქეთში თამაშის გამოცდილება გააჩნია და ეს პლუსია, რამეთუ ქვეყანას იცნობს და ადაპტაციის პრობლემა არ ექნება, 27 წლისაა. ეს კლუბისთვის წინ გადადგმული ერთ-ერთი სწორი ნაბიჯი იქნება".

"ჰათაისპორმა" ჩემპიონატი კარგად დაიწყო, თუმცა უკანასკნელ ხანს წარმატებულად ვერ თამაშობს, მე-5 ადგილზეა, ხოლო ფათიხ თერიმის "გალათასარაი" მისთვის უჩვეულო მე-12 პოზიციაზე იმყოფება. სხვათა შორის, "ჰათაისპორი" "გალათასარაის" 16 იანვარს უმასპინძლებს.

focustransfer-ი იტყობინება, რომ ლობჟანიძე თურქეთში თავის საუკეთესო სეზონს ატარებს, უკანასკნელ წლებში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ქართველი ფეხბურთელია და შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ღმერთმა ქნას. ძალიან კარგი ბიჭია. მშრომელი, თავმდაბალი, იმედიანი, მებრძოლი. მჯერა გაუმართლებს ყველა გუნდს და ზოგიერთებივით თავში არ აუვარდება.
ჰიჰი
20:50 09-01-2022
4
ახლა ძმაო ფეხბურთელია- გოლს რო გაიტანს ბიდიშებს ხო არ მოუხდის მეკარეს,მეტოქის მწვრთნელს ხო არ ჩაეხუტება და იტირებს ბოდიშით შემომეგოლაო.რაზე აკრიტიკებთ,ბევრი გაიტანოს და როგორც უნდა ისე აღნიშნოს. ქეცბაიამ რო აღნიშნა გოლი ინგლისში ისე უნდა- ჯანმრთელობის დაზღვევამ ალბათ შესატანი გაუძვირა ისე ურტყა ფეხი ბანერს.
Levani
22:15 09-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული