31 წლის ლევან ყენიამ კარიერა განაახლა და სეზონის მეორე ნახევარში გერმანიის მე-4 ბუნდესლიგის ბინადარ "უერდინგენში" იასპარეზებს.
ჩვენებურმა 8 იანვარს ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი გუნდი "ობერჰაუზენთან" 1:6 დამარცხდა.
ლევანი მეორე ტაიმის დასაწყისში გამოვიდა მოედანზე, როდესაც ანგარიში 1:1 გახლდათ.
"უერდინგენს" 15 და 16 იანვარს ორი ამხანაგური მატჩი აქვს ჩანიშნული, 22 იანვარს კი შიდა ჩემპიონატს განაახლებს.
კლუბი მე-4 ლიგაში ღრმა აუტსაიდერია და 9 ქულით ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყენია "უერდინგენში" მწვრთნელადაც მუშაობდა და ის კლუბის დამრიგებლის,
დიმიტრი ვორონოვის ასისტენტი გახლდათ. რუსი ნოემბერში გაათავისუფლეს და ახლა გერმანულ გუნდს სათავეში ალექსანდრ ვოგტი უდგას.
იმედია ჩადგება ფორმაში და ნაკრებს დაეხმარება.
პ.ს. მე 4 ლიგაში ბოლო ადგილზეა გუნდი და მანდ ზამენაზეა ტიპი. ვაიმე