თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში "ჰათაისპორმა" საკუთარ მოედანზე "გალათასარაი" 4:2 დაამარცხა, გადამწყვეტი გოლები კი 79-ე და 90+1-ე წუთებზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა.
ქართველ შემტევს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მე-6 წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მან "ლომების" კარი პირველ წრეშიც დალაშქრა და გასულ სეზონშიც, როდესაც "ანკარაგიუჯიუში" თამაშობდა.
ლობჟანიძის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 21 მატჩში 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბას სამსახურით "გალათასარაია" დაინტერესებული, რომლის მწვრთნელად გადაყენებული ფათიხ თერიმის ნაცვლად "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას ყოფილი თანაშემწე დომენეკ ტორენტი დანიშნეს.
"ჰათაისპორი" 38 ქულით მესამე ადგილზეა და 20 იანვარს სტუმრად "ალანიასპორს" შეხვდება.