ლობჟანიძის გათვლამ გაამართლა - საბა ტურის სიმბოლურში

AutoSharing Option
"გალათასარაისთან" მოგებული მატჩის შემდეგ (4:2) "ჰათაისპორის" დუბლის შემსრულებელ ნახევარმცველ საბა ლობჟანიძის სახელს ფანები სკანდირებდნენ, "ბეინსპორტსმა" კი თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურის სიმბოლურში თანაგუნდელ მამე დიუფთან ერთად შეიყვანა.

ნამატჩევს ქართველმა ლეგიონერმა მოკლე კომენტარი star.com.tr-სთან გააკეთა: "თურქეთის ერთ-ერთ უდიადეს გუნდთან კარგად ვითამაშეთ და დავამარცხეთ. გატანილი გოლებითა და გამარჯვებით ბედნიერი ვარ.

პატრიკ ვან ანჰოლტი ("გალათასარაის" ნიდერლანდელი მცველი) კარგი ფეხბურთელია, შეტევაში ხშირად ერთვება. მის გასანეიტრალებლად ხშირად დაცვაში მიწევდა ჩასვლა. ვიფიქრე, რომ მეორე ტაიმში დაიღლებოდა. ასეც მოხდა. ამ ტაქტიკამ გაამართლა".

საბამ სწორედ ვან ანჰოლტის ცარიელი ზონიდან გაიტანა
მეორე ტაიმში სწრაფი კონტრშეტევისას ორივე გოლი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული