15 იანვარს ნისლის გამო შეწყვეტილი ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩი "სერენსა" და "უნიონს" შორის დღეს 46-ე წუთიდან განახლდა.
პირველი ტაიმი ჟუპილერ ლიგის კაცნაკლულ ლიდერს 2:0 ჰქონდა მოგებული, მეორე ტაიმში პენალტით კიდევ ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ თავი კვლავ ვერაფრით გამოიჩინა.
მიქაუტაძეს ჩემპიონატზე ბოლო 5 შეხვედრაში გოლი არ გაუტანია. "სერენმა" ზედიზედ 5 მარცხი განიცადა (საერთო ანგარიში 0:15), 19 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და
22 იანვარს გასვლაზე „სენტ-ტრუიდენს“ დაუპირისპირდება.
თან ლიდერები არიან-მითუმეტეს შარშან გადმოვიდნენ და არც ვარსკვლავები უყიდიათ.
რაღაცაშია საქმე-ვარჯიშობენ ალბათ.