წიტაიშვილი: მთავარი ჩემპიონატისთვის მომზადებაა

AutoSharing Option
კიევის "დინამომ" "ჩერნომორეცში" იჯარით გაშვებული 21 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი სხვა გუნდში არ გაასხვისა და ახალი მწვრთნელის, რომან გრიგორჩუკის ხელმძღვანელობით, თურქულ შეკრებაზე ნაყოფიერად ემზადება. მან Winter Cup 2022-ის ტურნირზე გააკეთა კომენტარი.

"ვიცი, რომ ამ ტურნირზე მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. ყოველდღიური სამუშაო მაქვს. ასე რომ, ტურნირზე უკვე მაშინ ვიფიქრებთ, როდესაც დაიწყება.

"მეტალისტი", "ვერესი" და "პოლესე" კარგი გუნდები არიან და საინტერესო მატჩები გაიმართება. თუმცა მთავარი ჩემპიონატისთვის მომზადებაა", - ციტირებს წიტაიშვილს ua-football-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სამწუხაროა რომ წიტაიშვილი სადმე ვერ გადავიდა. ისე ვითარდება მოვლენები რომ არ მგონია უკრაინაში ფეხბურთისათვის ეცალოთ. იქნებ ბათუმა იყოჩაღოს და მოვლენებს დაასწრონ გადმოიყვანონ გიორგი.
G.LA
21:50 24-01-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული