კიევის "დინამომ" "ჩერნომორეცში" იჯარით გაშვებული 21 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი სხვა გუნდში არ გაასხვისა და ახალი მწვრთნელის, რომან გრიგორჩუკის ხელმძღვანელობით, თურქულ შეკრებაზე ნაყოფიერად ემზადება. მან Winter Cup 2022-ის ტურნირზე გააკეთა კომენტარი.
"ვიცი, რომ ამ ტურნირზე მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. ყოველდღიური სამუშაო მაქვს. ასე რომ, ტურნირზე უკვე მაშინ ვიფიქრებთ, როდესაც დაიწყება.
"მეტალისტი", "ვერესი" და "პოლესე" კარგი გუნდები არიან და საინტერესო მატჩები გაიმართება. თუმცა მთავარი ჩემპიონატისთვის მომზადებაა", - ციტირებს წიტაიშვილს ua-football-ი.