"ჰამბურგი" "გენტიდან" ექვსთვიანი იჯარით აყვანილ ახალწვეულ გიორგი ჩაკვეტაძეს კლუბის საიტზე გამოქვეყნებული კლიპით მიესალმა.
"ჩაკვეტაძე მოქნილი, შემტევი ფეხბურთელია, ტექნიკური და მეტოქის კართან სახიფათო. გიორგის საფეხბურთო გზას უკვე კარგა ხანია ვაკვირდებით. მისი მეშვეობით საიერიშო პოტენციალს გავაფართოებთ", - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ მუტცელმა ნახევარმცველზე.
ჩაკვეტაძეს უკვე ხვალ შეუძლია "მიდტიულანდთან" ამხანაგურ მატჩში მიიღოს მონაწილეობა.
შენ, დიდი ფეხბურთის თამაში შეგიძლია და უნდა ითამაშო კიდევაც!!!