ინგლისის ჩემპიონშიპის 29-ე ტურში „ჰალ სიტიმ“, რომელსაც ახლახან ჩაუდგა სათავეში შოთა არველაძე, საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა „სუონსი“.
მატჩს 25 504-იან "MKM სტადიუმზე" 13 101 მაყურებელი დაესწრო.
ანგარიში მე-5 წუთზე ტომ ივსმა გახსნა, ხოლო მე-17 წუთზე კინ ლუის-პოტერმა მეორე გოლი გაიტანა.
მოკლედ, შოთას ინგლისში ჩინებული დებიუტი გამოუვიდა.
„ჰალ სიტი“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 32 ქულით მე-18 ადგილზეა და 5 თებერვალს „პრესტონს“ უმასპინძლებს.
წარმატებები!