შოთა არველაძემ ინგლისში მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიპის 29-ე ტურში „ჰალ სიტიმ“, რომელსაც ახლახან ჩაუდგა სათავეში შოთა არველაძე, საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა „სუონსი“.

მატჩს 25 504-იან "MKM სტადიუმზე" 13 101 მაყურებელი დაესწრო.

ანგარიში მე-5 წუთზე ტომ ივსმა გახსნა, ხოლო მე-17 წუთზე კინ ლუის-პოტერმა მეორე გოლი გაიტანა.

მოკლედ, შოთას ინგლისში ჩინებული დებიუტი გამოუვიდა.

„ჰალ სიტი“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 32 ქულით მე-18 ადგილზეა და 5 თებერვალს „პრესტონს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რა უნდა თბილისში და ნაკრებში? ტყუილად უნდა გაილანძღოს თავი, რადგან ეგ ამათ ხუშტურებზე არ ივლის და იმიტომ. თან ახალგაზრდაა, ეგერ ინგლისში მუშაობს კაცი. თავმოყვარე ქართველი, ამ ფედერაციასთან არ იმუშავებს. ალბათ მოვა შოთას სანაკრებო დროც და დარწმუნებული ვარ გაამართლებს. პროფესიონალია და მაგიტო
ლევან მაღლაკელიძე
12:51 31-01-2022
0
ეს კაცი ისევ ჩვენი ნაკრებისთვის იზრდება, მოვა მისი სანაკრებო დრო და რომელი ნაკრებიც შოთას ხელმძღვანელობით ისტორიას დაწერს , აგერ მე და აგერ თქვენ ...
ილიავარ...
23:59 29-01-2022
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული