შოთა არველაძემ ინგლისში მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიპის 29-ე ტურში „ჰალ სიტიმ“, რომელსაც ახლახან ჩაუდგა სათავეში შოთა არველაძე, საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა „სუონსი“.

მატჩს 25 504-იან "MKM სტადიუმზე" 13 101 მაყურებელი დაესწრო.

ანგარიში მე-5 წუთზე ტომ ივსმა გახსნა, ხოლო მე-17 წუთზე კინ ლუის-პოტერმა მეორე გოლი გაიტანა.

მოკლედ, შოთას ინგლისში ჩინებული დებიუტი გამოუვიდა.

„ჰალ სიტი“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 32 ქულით მე-18 ადგილზეა და 5 თებერვალს „პრესტონს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ეს კაცი ისევ ჩვენი ნაკრებისთვის იზრდება, მოვა მისი სანაკრებო დრო და რომელი ნაკრებიც შოთას ხელმძღვანელობით ისტორიას დაწერს , აგერ მე და აგერ თქვენ ...
ილიავარ...
23:59 29-01-2022
10
გენაცვალე! გილოცავ! კარგი მწვრთნელია და ინგლისშიც იტყვის თავის სიტყვას!
წარმატებები!
ირაკლი
22:08 29-01-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული