Marca თასზე მამარდაშვილის თამაშის შანსებს რეალურად აფასებს

AutoSharing Option
დღეს, 2 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე, "ვალენსია" "კოპა დელ რეის" მეოთხედფინალში "კადისს" უმასპინძლებს. ესპანური Marca გიორგი მამარდაშვილის თამაშის შანსებზე წერს:

"ბორდალასი რთული გადაწყვეტილების წინაშეა - ენდოს ხაუმეს, რომელმაც 
ლა ლიგის გასულ ტურში თამაში ჩააგდო თუ მეკარე შეცვალოს.

გიორგი მამარდაშვილს სერიოზული შანსი აქვს, "ვალენსიას" სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდეს, სადაც ადგილი ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაკარგა. ახლა ქართველს თამაშის მეტი შანსი აქვს, თუ ბოლო მომენტში მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვეტილება არ შეცვალა."

შეგახსენებთ, სილესენი ტრავმირებულია, რივერო კი იჯარით "ალკორკონში" ითამაშებს. რაც შეეხება მამარდაშვილს - გასულ
ტურში ის განაცხადშიც ვერ ვიხილეთ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ღამურების" თავკაცმა აღნიშნა, რომ გიორგი კარგად ვარჯიშობს.

altმამარდაშვილი წონის გამო განაცხადშიც არ შეიყვანეს, მისი კონკურენტის შეცდომას გულშემატკივრები გამოეხმაურნენ

altბორდალასის პრობლემები ხელმძღვანელობასა და შემადგენლობასთან დაკავშირებით - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული