ხვიჩამ ვარჯიშზე, ბევრი ვარსკვლავი ხელს რომ მოაწერდა, ისეთი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზანის "რუბინი" სეზონის განახლებისთვის ემზადება. სასურველ ფორმაში ჩადგომას ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაც ცდილობს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო დაიდო, სადაც "კვარას" ვარჯიშზე მშვენიერი გოლი გააქვს. იხილეთ ვიდეო.

28 თებერვალს, რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში, მეათეადგილოსანი "რუბინი" ლიდერ "ზენიტს" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რომელიმე სხვა 20 წლის ფეხბურთელი დამისახელეთ, ვისაც მაგ ასაკში ან თუნდაც მერე ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთის დონის გუნდებთან აქვს გოლები გატანილი. თან ყველა გოლი თავად შექმნა.
შვედეთთან თამაში გაიხსენეთ, ორივე გოლი პირადად მისი დამსახურება იყო და პლიუს საოცარი თამაში, იქ ერთი ისეთის გატანაც შეეძლო, რომელიც ნამდვილი შედევრი იქნებოდა.
ბოლო რამდენი ათეული წელია მსგავსი თამაში არ ჩაგვიტარებია, როგორიც შვედეთთან ჩავატარეთ, და მეტწილად ამ ბიჭის დამსახურებით.
ვინც უფროსები ხართ აქ და წინა თაობები გახსოვთ (ყიფიანი, გუცაევი და ასე შემდეგ) ისინი ალბათ უკეთეს თამაშებსაც გაიხსენებთ, მაგრამ, ჩვენ 90 იანების და 2000 იანების ბავშვებს ისეთი ფეხბურთი, როგორსაც ეგ ბიჭი თამაშობს, მარტო ტელევიზორში გვქვს ნანახი და სხვა ეროვნების ფეხბურთელების მონაწილეობით.
მოდი ნუ ვკბენთ ამ ბიჭს, არც მესისთან შედარებაა სწორი და არც ირონიულდ საუბარი მასზე. დავაფასოთ ეგ ბიჭი, მას კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის და ნუ ვაფიქრებინებთ, რომ უმადურია ქართველი გულშემატკივარი.
რამდენი კომენტარი მხვდება უკვე, თითქოს გინდათ რომ დააკნინოთ და ვერ ვხვდები მიზეზს...
Skeleton
19:34 02-02-2022
0
ასეთ ვიდეოზეც მოიძებნება თურმე მიზეზი უარყოფითი კომენტარების დასაწერად. მარტო ვარჯიშზე არ გააქვს გოლები ნაკრებშიც გააქვთ, ვინც არ იცით.
Winter
16:37 02-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული