ბორდალასმა მამარდაშვილი ისევ არ დააყენა სასტარტოში

AutoSharing Option
თბილისის დროით 00:00 საათზე ესპანეთის თასის მეოთხედფინალური მატჩი დაიწყება „ვალენსიასა“ და „კადისს“ შორის. ტრავმირებული იასპერ სილესენის არყოფნისას „ვალენსიას“ მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მეკარე გიორგი მამარდაშვილი მაინც არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში. „ღამურების“ კარს ხაუმე დაიცავს, რომელმაც გასულ შეხვედრაში უხეში შეცდომები დაუშვა.

მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ბორდალასმა გოლკიპერების შესახებ შემდეგი განაცხადა: „ჩვენს განკარგულებაში ხაუმე და გიორგია. მეკარეთა მწვრთნელებს ვესაუბრე, თუმცა გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ორივე მზადყოფნაშია. გიორგიმ სეზონის დასაწყისში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და სასტარტოში დინამიკის და არა თავისი ბრალეულობის გამო არაა. ის მზადაა გუნდს
დაეხმაროს“.

მამარდაშვილს 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
Mere atamashe she bozishvilo mteli saqartELO velit gios tamashs
Soso
23:27 02-02-2022
3
დაასვენეთ ეს ბიჭი, ამხელა ნაბიჯი გადადგა წელს, პრიმერაში გადავიდა, ცოტა ამოასუნთქეთ ყველაფერი იქნება ნელ-ნელა. 5 თამაში ხო ათამაშა? მოუმატებს და დააყენებენ დააცადეთ ნუ დასტრესავთ ამ კაცს
Xose bordaladze
07:11 03-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული