სტუმრები მე-11 წუთზე სამუელ ლინომ დააწინაურა, ხოლო 64-ე წუთზე დედაქალაქელთა კარი აბურჯანიამ დალაშქრა, რომელიც მწვრთნელმა რიკარდო სოარეშმა ამჯერად ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ქართველმა იმედები გაუმართლა. მან კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ლისაბონელთა კარში თავით მიუჩინა ადგილი. გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატის 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ის 88-ე წუთზე შეცვალეს, შემდეგ კი მასპინძელთა თავდამსხმელმა გონსალო რამოსმა ანგარიში შეამცირა.
„ჟილ ვისენტე“ 33 ქულით მეხუთე ადგილზეა და 6 თებერვალს „სანტა კლარას“ უმასპინძლებს.
აბურჯანია 90-ე წუთზე შევიდა და ფრანგ თანაგუნდელს გამარჯვების გოლი გაატანინა [VIDEO]