სენსაცია ლისაბონში - აბურჯანიამ „ბენფიკას“ გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-20 ტურში გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტემ“ გასვლაზე „ბენფიკა“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები მე-11 წუთზე სამუელ ლინომ დააწინაურა, ხოლო 64-ე წუთზე დედაქალაქელთა კარი აბურჯანიამ დალაშქრა, რომელიც მწვრთნელმა რიკარდო სოარეშმა ამჯერად ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ქართველმა იმედები გაუმართლა. მან კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ლისაბონელთა კარში თავით მიუჩინა ადგილი. გიორგიმ მიმდინარე ჩემპიონატის 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ის 88-ე წუთზე შეცვალეს, შემდეგ კი მასპინძელთა თავდამსხმელმა გონსალო რამოსმა ანგარიში შეამცირა.

„ჟილ ვისენტე“ 33 ქულით მეხუთე ადგილზეა და 6 თებერვალს „სანტა კლარას“ უმასპინძლებს.

altაბურჯანია

90-ე წუთზე შევიდა და ფრანგ თანაგუნდელს გამარჯვების გოლი გაატანინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 18 /
ნუ იქცევით ბოღმიანებივით,ბიჭი პორტუგალიის ტოპ ლიგაში თამაშობს,ხუთეულის გუნდში,გუშინ ბენფიკას მოუგო თავის სტადიონზე,ლამის დაინგრა სტადიონი და თქვენ ისე ლაპარაკობთ,აბუს დონის ბევრი გყავდეთ,"ტვენტეს" და პორტუგალიის ხუთეულის გუნდს ქაჩავდეს!ნუ ხართ შურიანები!
გულშემატკივარი
10:00 03-02-2022
0
გინდ ყარაულუს თოფი დაარქვით გინდ მეთევზის ანკესი ეს ბიჭი ყვველაზე კარგ ჩემპიონატში თამაშობს თან აარც ისე სუსტ გუნდში.არამგონია იქ ნათესავებს მოეწყოთ.სადაც ათანშებდნენ ყველგან გაქონდა ახლა სევილიაში არ ათამაშეს იქ რა კინკურებნცი იყო თორე პოლონეთში და სხვა დონეზე სულ ითამშებს. მაღალი დონის ჩემპიონატში შეაფასო უნდა
Mosexoneli
08:34 03-02-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული