ქართველი ფორვარდისგან კიდევ ერთ გოლს ველოდით, ის კი ტრავმირებულია...

AutoSharing Option
ბექა მიქელთაძეს ავსტრალიის ჩემპიონატში მშვენიერი შედეგები აქვს - 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი შეასრულა. მორიგ ტურშიც დიდი მოლოდინი გვქონდა, თუმცა ქართველი შემტევი ტრავმირებულია.

ბექას "ნიუკასლ ჯეტსი" "ბრისბანს" მასპინძლობს და გამარჯვება აუცილებლად დასჭირდება, რათა უკანასკნელ, მე-12 ადგილს თავი დააღწიოს.

აღსანიშნავია, რომ "ჯეტსს" გუნდში კორონავირუსის გამო ბევრი გაუცდა - მე-13 ტურში მხოლოდ მეშვიდე შეხვედრას მართავს.

იმედია, 9 თებერვალს, ავსტრალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში, მიქელთაძე სრულ მზადყოფნაში იქნება.

altქართველ ფორვარდს ვეღარ აჩერებენ - კიდევ ერთი გოლი [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
აუტსაიდერ გუნდს როცა შედეგიანი თავდამსხმეელი ჰყავს როგორც წესი მალევე გადადის მიწინავე გუნდში.ხო ასეა?
Levani
13:50 03-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული