kicker: მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ ჩაკვეტაძე ჯოკერი გახდება

AutoSharing Option
"ჰამბურგში" გადასვლის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ "ჰამბურგი" მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს, ძალიან პოპულარული კლუბია. გიორგის შესახებ თითქმის ყოველდღე ქვეყნდება წერილები გერმანულ სპორტულ მედიაში.

"ჰამბურგის" მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა "დარმშტადთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გიორგის შესახებ ისაუბრა და მას "კიკერი" ციტირებს.

ვალტერი ჩაკვეტაძეზე: ორი წელი ნეგატივს განიცდიდა

"კვირის ცენტრალური მატჩის წინ HSV-ის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალწვეული გიორგი ჩაკვეტაძე ჯოკერი გახდება. შეხვედრის წინ ქართველს სიყვარულით ეპყრობიან.

"უდავოდ ცოტა დრო დასჭირდება. ბოლო ორი წელიწადი
მხოლოდ ნეგატივს განიცდიდა".

"გენტში" უკანასკნელ ხანს ისე ხშირად არ უწევდა თამაში, როგორც სურდა და თან ტრავმებს ებრძოდა: "მისთვის მნიშვნელოვანია ბევრი ელაპარაკო და ცოტა სიყვარული აჩუქო, რაც შესაძლოა, ბოლო წლებში აკლდა. თავისი პოტენციალზე უკვე მიგვანიშნა, მაგრამ მოთმინება გვმართებს", - თვლის ვალტერი. 

ტექნიკური და მოქნილი ქართველი ბურთით ძალიან, ძალიან კარგია. გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი კვირაა, რაც ვარჯიშობს, მაგრამ ვალტერი უკვე ხედავს, რომ შეცვლაზე შესვლისთვის მომწიფდა".

ndr-ი აღნიშნავს, რომ ჩაკვეტაძის სასტარტოში დაყენება ნაკლებად სავარაუდოა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბელგიაში ანტიქართველომანიაა. დააკვირდით - მიქაუტაძესაც არავინ აძლევს პასს.
ვაჟა მასწავლებელი
03:03 05-02-2022
9
პირდაპირ ამბობენ, ძირითადში არაო. ამიტომ მაგრა უნდა მოუმატოს.
პ.ს. ბელგია რა შუაშია, მართლა რუსეთუმეები ხართ. სსრკ-ში ჩარჩენილები. ევროპაში ნაციონალობას კი არა, პროფესიონალიზმს ანიჭებენ უპირატესობას. უამრავი ქართველია წასული და იმათ კითხეთ.
ჰაჰა
11:33 05-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული