ლევან შენგელიამ გოლის გემო გაიხსენა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში სტუმრად " ოსტენდესთან" "ლეუვენის" გამარჯვებას (3:1) ლევან შენგელიამ ჩაუყარა საფუძველი.

26 წლის შენგელიამ 34-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მე-80 წუთზე კი შეცვალეს. შენგელიამ ამ სეზონში ჟუპილერ ლიგის 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ცნობისათვის, ლევანს ბოლოს გოლი 29 აგვისტოს ჰქონდა გატანილი და თავის გამოჩენა მისთვის მნიშვნელოვანი იყო.

"ლეუვენს" 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 30 ქულით მე-12 ადგილზეა და 10 თებერვალს "გენკს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სანიოლის ამჟამინდელ სქემაში შენგელია სათადარიგო თავდამსხმელად არ გამოდგება? ფლანგები დღევადელ ტაქტიკაში დაცვასაც უნდა ეხმარებოდნენ, როგორიც აზაროვი და ლობჟანიძე. მაგას ალბათ ვერ შეასრულებს. ვერ გამთამაშებელს ითამაშებს. თან მანდაც სულ ორი კაცი გვჭირდება და გვყავს კარგი ფეხბურთელები: კვარაცხელია, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, დავითაშვილი.
თავდასხმაში შეიძლება ჩემი აზრით მიქაუტაძის ზამენა იყვნენ ეს და ვოლკოვი. თუ კი ოქრიაშვილმა შეძლო “ტყუილი” თავდამსხმელის თამაში შვედეთთან, რატომ არ შეიძლება ესეც შემოვიდეს შეცვლაზე, მითუმეტეს თავებს იგებს და დარტყმაც აქვს. პოზიციის შერჩევას უნდა მიეჩვიოს ცოტა
შენგელია სათადარიგო თავდამსხმელად?
03:45 06-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული