ჩაკვეტაძის მშვენიერი დებიუტი - მონაწილეობა საგოლე ეპიზოდში და "ჰამბურგის" მიერ განადგურებული ლიდერი

AutoSharing Option
გერმანულ "ჰამბურგში" გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - 22 წლის ნახევარმცველმა "დარმშტადთან" დიდი ანგარიშით, 5:0 სტუმრად მოგებულ შეხვედრაში დასკვნითი 12 წუთი იასპარეზა.

ჰამბურგელებმა მშვენიერი მატჩი ჩაატარეს და მეორე ბუნდესლიგის ლიდერს შანსი არ დაუტოვეს. გიორგი შეხვედრაში საკამოდ აქტიურად და თამამად ჩაერთო - ბურთს რამდენჯერმე შეეხო, ზუსტი პასები გააკეთა და  მეხუთე გოლის ორგანიზებაში მონაწილეობაც მიიღო.

"ჰამბურგის" ფორვარდმა გრაცელმა პოკერი შეასრულა, ერთი გოლი კი ვინთზეიმერის ანგარიშზეა.

37 ქულით მე-4 ადგილზე მყოფი "ჰამბურგი" 12 თებერვალს "ჰაიდენჰაიმს" უმასპინძლებს.

altდასჯა და რეაბილიტაცია - მამარდაშვილსა და ჩაკვეტაძეს სასტარტოში

ელოდნენ...



მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგად ჩაერთო მატჩში საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა წარმატებას ვუსურვებ გასაგებია ყველაფერი ადაპტაცისთვის გარკვეული დრო სჭირდება და იმედი მაქვს მალე გახდება ჰამბურგის ძირითადის ფეხბურთელი.
ზაზა
19:06 06-02-2022
2
ჰამბურგი მალე მიხვდება, თუ რა ბრილიანტი ჩაიგდო ხელთ მინიმუმ 6 თვით. სადააქვს ჰამბურგს იმის ფუფუნება გის ნაირი ნიჭიერი ფეხბურთელი სკამზე ყავდეს.
გიო
20:06 06-02-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული