Eldesmarque-მა "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ლა ლიგაზე "სოსიედადთან" თამაში დადებითად შეაფასა. კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ იასპერ სილესენს მცირე ტრავმა აქვს და მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ბოლოს და ბოლოს არჩევანი ქართველზე გააკეთა, რომელმაც ბასკურ გუნდთან ორჯერ გადაარჩინა "ღამურები" და თავისი შთამბეჭდავი ასპარეზობით სკეპტიკოსები დაადუმა.
"და ისმის კითხვა - ვინ ითამაშებს თასზე? სასტარტოს გოლკიპერიდან გიორგი დე ფაქტო მესამე თუ მეოთხე ნომერი გახდა. ბორდალასმა მის საზიანოდ არჩევანი ხაუმე დომენეკზე გააკეთა, რომელიც სილესენის არყოფნისას კარში ჩააყენა და ის დამაჯერებელი ვერ იყო, მეტადრე "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში. მიუხედავად
ამისა, გადაწყვეტილია, რომ ბორდალასი თასის ნახევარფინალში მას ენდობა, ხოლო ვიდრე სილესენი გამოჯანმრთელდება, პრიმერაზე მამარდაშვილი ითამაშებს".
11 თებერვალს "ვალენსია" თასის ნახევარფინალში სტუმრად "ბილბაოს" დაუპირისპირდება, ხოლო 13 თებერვალს ჩემპიონატზე გასვლაზე - "ალავესს".