"კვარაცხელიას ფასი არ შეიცვალა (20 მილიონი), მაგრამ მოვრიგდებით" - "რუბინის" დირექტორი

AutoSharing Option
"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ Sport24-თან ინტერვიუში ის ფასი დაასახელა, რომლის სანაცვლოდ მზად არიან ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი განახორციელონ.

- "მიეცით ცოტა დაშოშმინების საშუალება. "ტოტენჰემი", "მანჩესტერი" და "ჩელსი" რომ ყოფილიყვნენ დაინტერესებული, მაგრამ ზაფხულში არ მოსულიყვნენ, მე იმედგაცრუებული დავრჩებოდი". თქვენ ასე თქვით ხვიჩაზე. ის რაღაც მომენტში მართლა მწუხარებამ მოიცვა?
- რა თქმა უნდა. მე მისი კარგად მესმის. როდესაც ბავშვობასა და სიჭაბუკეში ყველა ამ ლიგას უყურებდი, ახლა კი გესმის, რომ იქ გადასვლის რეალური შესაძლებლობა გაქვს, თუმცა შენ წასაყვანად არავინ მოდის, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ისინი
აუცილებლად დაბრუნდებიან მის გამო; უბრალოდ მომენტი, როდესაც ეს ხდება, შენზე მოქმედებს.

ამის გადასატანად დრო უნდა მივცეთ, რათა მიხვდეს, ეს როგორ მუშაობს. ახლა ის სრულად გამოერკვა ამ სიტუაციიდან. მეორედ ეს არ დაემართება.

- ერთი წლის წინ თქვენ ამბობდით, რომ ხვიჩას ფასი თქვენთვის 30 მილიონი ევრო იყო. ნახევარი წლის შემდეგ ფასი 20 მილიონი გახდა. ახლა რამდენი ღირს ხვიჩა?
- ფასი არ შეიცვალა - 20 მილიონი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის შევძლებთ ფასზე შეთანხმების მიღწევას.

- როგორია შანსი, რომ ზაფხულში ევროპაში წავა?
- მე ზუსტად ვერ ვივარაუდებ. გასულ ზაფხულს მის გარშემო უკვე ყველაფერი ვივარაუდეთ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რაც უნდა წერონ რუსებმა, მე მაგათი აზრი არ მაინტერესებს,ყველამ კარგად ვნახეთ რა შეუძლია კვარას ნაკრებში,დანარჩენი აღარ მაინტერესებს,წარმატებები კვარა ნაკრებთან ერთად კიდევ ბევრი გოლი გაგეტანოს ესპანეთის დონის გუნდებისთვის!
გიორგი
21:41 08-02-2022
3
დააკვირდით რა ხდება. რუბინი ცდილობს თვითშეფასება დაუგდოს. ახლა იმას აწვებიან, აი კი იწერებოდა ამდენი შენზე მარა რეალურად არავის უნდიხარო. სლუცკიც იგივე ნარატივს ავრცელებს. ამ ბიჭის ფსიქოლოგიურად მოშლა უნდათ რუსებს. რეალური ინტერესი იყო მაგრამ რუბინს რაც აწყობდა იმაზე არ წამოვიდნენ სხვა გუნდები, ამას არ ამბობენ და არანაირი ინტერესი არ ყოფილაო გვეუბნებიან.
რომელმა მაგ ასაკის რუსმა ფეხბურთელმა გაუტანა ბოლო წლებში ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისნაირ გუნდებს გოლები და რომელმა ჩაატარა უმაღლესი დონის თამაშები.
ეს ნარატივი რასაც სლუცკი და რუბინი აჟღერებს უბრალოდ სამარცხვინოა, და აქ ქართველებიც ტაშს უკრავენ და მოსწონთ ეგ ყველაფერი. დაუფიქრდით რა მოგწონთ უბრალოდ.
ზედმეტად გააპიარეთო, იმდენად ნიჭიერიც არაა როგორც თქვენ გგონიათო და რეალურად არავის უნდაო, ამას გეუბნებათ რუსები.
ეგენი ყველა ჩენც ნიჭიერ ფეხბურთელზე ამას იძახდნენ, ყიფიანზე თუნდაც.
ის შორმა, რაც ხვიჩამ ამ გუნდში ჩადო არაფრად მიაჩნიათ, უსახურ გუნდში იმდენი გააკეთა, რომ ხალხი სტადიონებზე დააბრუნა მისი თამაშის საყურებლად.
მსგავსი უმადურება ძალიან საწყენია და ამას ხვიჩაც ხვდება. ძალიან საეჭვოა მან შეძლოს და ისევ ბოლომდე ითამაშოს და იბრძოლოს იმ გუნდში, სადაც არ დააფასებენ. ისედაც მუდმივად ტრავმის რისკზე თამაშობს და ერთმა უხეშმა მოქმედებამ შეიძლება დიდი ხნით ჩამოაშოროს ფეხბურთს.
ძალიან ცოტა შანსია რომ რუსეთიდან თავი დააღწიოს. ფაქტიურად მიუღწეველია ეგ ამბავი.
ტრავმას მიაყენებენ და გამოუსადეგარი როცა იქნება სადმე ურალში გაუშვებენ.
მერე ისევ ნიშნის მოგებით გვეტყვიან, აი როგორი გაზვიადებული იყო თქვენი წარმოდგენებიო.
Skeleton
19:28 08-02-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული