სლუცკი აღშფოთებულია, მაგრამ ხვიჩას ამართლებს

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამოსთან" ფრედ, 2:2 დასრულებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ყაზანური კლუბის საიტთან გააკეთა:

"გასაგებია, რომ შედეგით უკმაყოფილო ვართ, მაგრამ ეს ყველაზე მთავარი არ არის. ისეთი თამაში იყო პირველ ტაიმში... მე საერთოდ არ მახსოვს ამდენი საგოლე მომენტი და ამდენი მომენტი, რომლებიც დასრულებისას შეიძლება კურიოზულთა კატეგორიაში შევიტანოთ, როდესაც სულ მთლად ცარიელ კარში ახლო მანძილიდან ვერ გავიტანეთ. ქარმა კორექტივები შეიტანა.

"ხიმკისთან" სხვა იყო, იქ კარგი მომენტები გვქონდა, ხან კარში ვერ დავარტყით ბურთი, ხან მეტოქე მეკარემ გადაარჩინა. დღეს
კი ახსნაც არ შემიძლია, ზუევმა ორი მეტრიდან როგორ ვერ მოახვედრა ბურთი ცარიელ კარში. ონუხამ თხუთმეტი მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა.

კვარაცხელიამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა. აქამდე დეკემბერში ითამაშა. გამოდის, თითქმის ორი თვე სათამაშო ტონუსი არ ჰქონდა. ასე რომ, აქ მიზეზები უფრო ასახსნელია. ვიღაცების მიზეზები ნაკლებად ასახსნელია. ნებისმიერ შემთხვევაში ახლა ამის ახსნა საკმაოდ რთულია".

მკითხველის კომენტარები / 6 /
სლუცკიმ ისიც თქვა აწი კვალიფიციური გუნდებთან მოგვიწევს თამაშიო ვითომ არაფელი ხო საქართველოს ჩემპიონი მეტი პასუხის გებით უნდა ეკიდებოდეს თუნდაც ამხანაგური იყოოს!
beqa
22:50 08-02-2022
1
მართლა რა იყო ეს. ასეთი ბათუმის იმედად ვართ ევროტურნირებზე? მორიგი სირცხვილი გველოდევა რასაც უკვე მივეჩვიეთ
დათო
07:07 09-02-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული