ჩაკვეტაძე მეტი დროით და არველაძე წაგებათა სერიის შესაჩერებლად

AutoSharing Option
შაბათს, 12 თებერვალს, გიორგი ჩაკვეტაძე "ჰამბურგში" მეორე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს, შოთა არველაძე კი ეცდება, "ჰალის" 2-თამაშიანი წაგებათა სერია დაასრულოს...

"ჰამბურგმა" ლიდერი "დარმშტადი" ისე დამაჯერებლად (სტუმრად 5:0) დაამარცხა, რთული სათქმელია, ამ კლუბს ბუნდესლიგაში აღზევება როგორ უნდა გაუჭირდეს?! ჩაკვეტაძის გუნდის მომავალ მეტოქე "ჰაიდენჰაიმსაც", მათ მსგავსად, 37 ქულა აქვს. ცხრილის საწყის ექვსეულში დაძაბული ვითარებაა, თუმცა თეორიულად შესაძლებელია, ამ შეხვედრაში გამარჯვებული გალიდერდეს კიდეც.

თუკი ჰამბურგელებს წინა შეხვედრაში სონი კიტელი აკლდათ, ახლა ის ბრუნდება და გიორგის ძირითადში მოხვედრა კიდევ უფრო რთული იქნება. ახლა მთავარი ისაა,
რომ ქართველი ნახევარმცველი წინა მატჩში გამოყოფილ 12 წუთში თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, გუნდთან ადაპტირება უკვე სრულად უნდა მოეხერხებინა და ახლა უფრო მეტი დროით ველით...

ვალტერის გუნდი ჩემპიონატში ყველაზე ცოტას უშვებს" - "ჰამბურგის" კარში სულ 20 გოლი გავიდა. ამ კომპონენტში მეორე საუკეთესო შედეგი "შალკეს" აქვს - 25 მიღებული ბურთი.

"ვოლპარკსტადიონზე" გასამართი შეხვედრა ჩვენი დროით 16:30 საათზე დაიწყება.

"ჰალს" კი სერიოზული გამოცდა ელის - ჩემპიონშიპის პირველადგილოსან "ფულემთან" დაპირისპირება. სტუმართა ლიდერი, სერბი ალეკსადრ მიტროვიჩი წარმოუდგენელ ფორმაშია - მიმდინარე სეზონში 30 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც აქვს. ცუდ კონდიციებში არც ჰალელი კეინ ლევის-პიტერსია.

შოთა არველაძის გუნდი გასავარდნ ზონას 12 ქულით აღემატება და თითქოს, ნაკლები სანერვიულო აქვს, მაგრამ ამბიციური ქართველი სპეციალისტის მიზნები უფრო მაღალია. ჩემპიონატის გამორჩეულ გუნდთან, რომელსაც 77 გოლი აქვს გატანილი, წარმატების მიღწევა შოთასთვის მშვენიერი ამბავი იქნება.

"მკმ სტადიონზე" მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე აიღებს სტარტს.

altჩვენი 3 მოთამაშე მეტოქის გოლს უბრალოდ, უცქერდა - შოთა იმედგაცრუებულია

altჩაკვეტაძის მშვენიერი დებიუტი - მონაწილეობა საგოლე ეპიზოდში და "ჰამბურგის" მიერ განადგურებული ლიდერი

მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან ძნელი წარმოსადგენია ფულემის დამარცხება. ამ გუნდის რამდენიმე თამაშს დავესწარი, ერთი ფეხით პრემიერლიგაშია და მომავალ სეზონში 10-შიც მოხვდება. ყველა რგოლში ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, გაცილებით მაღალი კლასის, ვიდრე ჰალ სიტის. შუა სეზონში გუნდში მისვლა და წარმატების მიღწევა, ნებისმიერი მწვრთნელისთვის რთულია. 12 ქულიანი უპირატესობა შოთამ არ უნდა გაანიავოს, თორემ ეს იქნება მისი სამწვრთნელო კარიერის დასასრული. ახალი სეზონიდან კი შოთამ გუნდი უბდა გააძლიეროს და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სრულად გამოავლინოს. შოთა პროფესიონალია და შეუძლია წარმატების მიღწევა.
მიშა აფხაზავა
14:02 12-02-2022
0
მე არც ველოდი რომ ჩაკვე ეგრევე ძირითადში დადგებოდა გარკვეული დრო ადაპტაცისთვის გუნდის გაცნობისთვის სათამაშო სქემის გაგებისთვის მას დასჭირდებოდა ჩაკვეს წინა თამაშზე რამდენი დროც მიეცა იმ დროში შეძლო თავის კარგად წარმოჩინება საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა და ქონდა რამდენიმე კარგი მოქმედება აქედან გამომდინარე არაფერი არაა ტრაგედია იმაში თუ 3-4 თამაშს დაიწყებს სკამიდან ზოგადად რა დროსაც მიიღებს უნდა გამოიყენოს მაქსმიმალურად რომ მერე და მერე უფრო მეტი დრო მიიღოს და ჩაჯდეს ძირითადში საერთოდ სანამ თამაში იქნება ერთი კვირა არის ვარჯიშები და მომზადება ზუსტად ამ ვარჯიშებზე უნდა აჩვენოს მწვრთნელს რომ იმსახურებს მეტ სათამაშო დროს და ძირითადში ადგილს როგორც გავიგე ძალიან ბევრს შრომობს და მაქსიმუმ აკეთებს. წარმატებები იმედი მაქვს მალე გახდება ჰამბურგის ძირითადის ფეხბურთელი და ფორმასაც აღიდგენს.
ზაზა
16:10 11-02-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული