ბუდუ ბერიძესთან ერთად "უიპეშტის" გადასარჩენად იბრძოლებს

AutoSharing Option
27 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე იჯარის წესით ზაფხულამდე "ფეჰერვარიდან" "უიპეშტში" გადავიდა.

ზივზივაძეს "ფეჰერვარში" დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, უფრო შეცვლებზე უწევდა შესვლა, 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა, ახალ გუნდში კი გიორგი ბერიძესთან ერთად ითამაშებს.

"მე ვიცი, რომ ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია, ამიტომ ძალიან მიხარია ამ კლუბთან კონტრაქტის გაფორმება. სასიხარულოა ისევ აქ ყოფნა. მინდა რაც შეიძლება მალე შევუერთდე თანაგუნდელებს და მათთან ერთად ვიბრძოლო გამარჯვებებისათვის", - განაცხადა ზივზივაძემ.

"უიპეშტი" უნგრეთის 12-გუნდიან ჩემპიონატზე ბოლოსწინა ადგილზეა და დღეს "კიშვარდას" მასპინძლობს. ბერიძე სასტარტოშია.

ასე
რომ, ბუდუს საშველად უხმეს და იმედი ვიქონიოთ, რომ წარმატებით იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული