"ჩაკვეს" მშვენიერი 24 წუთი და "ჰამბურგის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა ანგარიში 64-ე წუთზე გახსნეს, თავი სონი კიტელმა გამოიჩინა.

66-ე წუთზე ჰაბურგელთა მწვრთნელმა, ტიმ ვალტერმა შეცვლაზე ჩაკვეტაძე შეუშვა. ჩვენებური თამაშში აქტიურად ჩაერთო, დაცვასაც მშვენივრად ეხმარებოდა და შეტევასაც არ ერიდებოდა. 85-ე წუთზე გიორგი სწრაფი კონტრიერიშისას კლაინდინსტმა წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო.

78-ე წუთზე ბაკერი ჯატას წაქცევის გამო თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც კიტელმა უზადოდ შეასრულა და "დინოზავრების" უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

ამრიგად, 22 ტურის შემდეგ "ჰამბურგი"
40 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 19 თებერვალს, "სანდჰაუსენის" წინააღმდეგ გამართავს.

ჰამბურგი. "ვოლკპარკსშტადიონი". 10 000 მაყურებელი
ჰამბურგი - ჰაიდენჰაიმი 2:0
გოლები: კიტელი (63), 2:0 კიტელი (78, პენ)

მკითხველის კომენტარები / 33 /
ყველა ბურთთან შეხებაში ეტყობა მაღალი კლასი გიოს, ვინ მაღალი კლასის თამაშობსო მაგის ადგილასო თუ ძმა ხართ?! გიოს კლასის ფეხბურთელი ჰამბურგში კი არა მე2 ბუნდესლიგაში მთლიანად არ იქნება 2-3.
3
ჩაკვემ მგონი უშველა თავს, ეხლა მთავარია ფიზიკურად უფრო შევიდეს ფორმაში. შეხედეთ ჰამბურგის თამაშს და შეადარეთ გინდა ბელგიის გენტისა და მითუმეტეს რუბინის თამაშთან, ცდილობენ კომბინაციურად ითამაშონ. იმედია კვარაც მოშორდება რუსეთის ჩემპიონატს, თავისუფლად შეძლებს ბუნდესლიგაში თამაშს და იდეალური იქნება კვარასთვის. ამ შესარჩევ ციკლში გაძლიერებული ჩაკვე ნაკრებს ჰაერივით სჭირდება.
zaza
20:16 12-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული