13 თებერვალს, ლა ლიგის 24-ე ტურში "ვალენსია" გასვლაზე "ალავესს" დაუპირისპირდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, "ღამურების" კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
Infobae იტყობინება, რომ გოლკიპერმა იასპერ სილესენმა ტრავის შემდეგ მწყობრში ჩადგომა ვერ მოახერხა და თუ არაფერი არ შეიცვალა, მამარდაშვილი" ითამაშებს, რომელმაც ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ორი კარგი მატჩი ჩაატარა.
გიორგიმ ამ სეზონში ჩემპიონატის 7 და თასის 1 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ამ გუნდების შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.