გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიაში" ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა, ლა ლიგაზე "ალავესთან" შეხვედრაში კი ის "მუნდო დეპორტივომ" თავის გუნდში საუკეთესოდ მიიჩნია, ვინაიდან უშეცდომოდ და საიმედოდ ითამაშა.
As-მა მიმოხილვაში ფეხბურთელების შეფასებაში მეკარის გარჯა დადებითად შეაფასა:
"ქართველის შესანიშნავი თამაში. პირველ წუთზე ლუმის წინააღმდეგ კარგი სეივი ჰქონდა. გოლამდე ესკილანტეს დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ შემდეგ ლუმის გოლისგან გუნდი ვერ იხსნა. ნახევარი საათის მერე დუარტესაც არ გაატანინა. მეორე ტაიმში "ალავესს" პენალტის გარდა მის კარში არ დაურტყამს".