"ანორთოსისმა" ისევ მოიგო, 12 მატჩში დაუმარცხებელია და ქეცბაია "ოქროს დუბლზე" ალაპარაკდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე „ოლიმპიაკოსი“ 3:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი „ოლიმპიაკოსმა“ 1:0 მოიგო, შესვენების შემდეგ კი „ანორთოსისმა“, რომლის კარსაც გიორგი ლორია იცავდა, 3 გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

თემურ ქეცბაიას გუნდი ბოლო 12 მატჩში დაუმარცხებელია, 34 ქულით მე-4 ადგილზეა და 17 თებერვალს გასვლაზე ქართველების აპოელ-ს შეხვდება.

ნამატჩევს კომენტარი ქეცბიამ გააკეთა: „ფეხბურთელობა მწვრთნელობაზე გაცილებით იოლია. როდესაც მწვრთნელი ხარ, ყოველ შეხვედრაში რაღაც უნდა დაამტკიცო. სამწუხაროდ, ვასრულებთ სამუშაოს, რომელიც სხვებმა ჩვენზე უკეთ იციან. „ანორთოსისი“ კარგა ხანი იყო ტიტულის გარეშე
და ახლა ჩემპიონატისა და თასის მოგების იმედი გვაქვს. ფეხბურთი უბრალოდ ჩემი სამუშაო როდია - შენ კარგად გიხდიან და იმით ხარ დაკავებული, რაც ძალიან მოგწონს. ფეხბურთის გარეშე დარჩენა არ შემეძლო. გუნდმა ბევრჯერ გამომიცხადა ნდობა, როგორც ფეხბურთელსა და როგორც მწვრთნელს.

ჩემპიონატის მოგების მათემატიკური შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ გვინდა ეს დავიჯეროთ. ერთია რეგულარული ჩემპიონატი და მეორე - პირველი ექვსეული, სადაც ყველა მატჩი დერბია“.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გმერტი გპარავდეტ ქეც
aron
10:24 15-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული