ქეცბაიამ კარგად იცის, შედეგი როგორ მიიღოს - კვიპროსული მედია ქართველების აპოელ-თან დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიასა და მის "ანორთოსისს" უკვე 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და კვიპროსის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მე-5 ადგილს იკავებენ.

ფამაგუსტელთა უახლოესი მეტოქე (17 თებერვალს) ქართველებით დაკომპლექტებული, მეორეადგილოსანი აპოელ-ი იქნება. მოგეხსენებათ, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი ნიქოზიურ კლუბში სწორედ "ანორთოსისიდან" გადაბარგდნენ. ახლა ქეცბაიასთან ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ლორია გამოდის. 

Tothemaonline-ი წერს:


"ლურჯ-თეთრებმა" პლეი-ოფში ყოფნა უკვე უზრუნველყო და ახლა შემდეგი მიზანი უფრო მაღალია.  აპოელ-თან და "აპოლონთან" გასვლითი მატჩები ქართველი სპეციალისტის გუნდისთვის დიდი გამოწვევაა - თუ მაქსიმუმს მიაღწევენ, ჩემპიონთა
ლიგის საკვალიფიკაციო ზონას მიუახლოვდებიან...

მატჩისწინა ვარჯიშის ტემპი "ექვსქულიანი“ შეხვედრისთვის საკმაოდ ნელია - ქეცბაიამ ძალიან კარგად იცის, ასეთი ბრძოლებიდან შედეგი როგორ მიიღოს, მისმა გუნდმა კი ბოლომდე თამაშისა და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინოს."

ჩემპიონატს რევაზ ინჯგიას "აპოლონი" ლიდერობს, რომელსაც "ანორთოსისი" 26 თებერვალს დაუპირისპირდება.

alt"ანორთოსისმა" ისევ მოიგო, 12 მატჩში დაუმარცხებელია და ქეცბაია "ოქროს დუბლზე" ალაპარაკდა

altქვილითაიამ აპოელ-ს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოაპოვებინა

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები იმსახურებ ბრატ.......
kaka
13:26 16-02-2022
0
წარმატებები თემო ჯიმა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
10:12 17-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული