მამარდაშვილის დიდი შანსი - სილესენი მინიმუმ ერთი თვე იუქმებს

AutoSharing Option
msn-ის ცნობით, ფეხზე გაკეთებული მცირე ოპერაციის გამო "ვალენსიას" მეკარე იასპერ სილესენს მინიმუმ ერთი თვე გაუცდება და ამ პერიოდში ქართველი გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს.

გამოცემა წერს, რომ "ღამურების" ნომერი პირველი გოლკიპერი სილესენია, ხოლო მამარდაშვილმა ხაუმე დომენეკს იერარქიულ საფეხურზე გაუსწრო.

მოკლედ, თუ გიორგიმ კარგად ითამაშა და რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, რაც, იმედია, არ მოხდება, უახლოეს 6 მატჩში "ვალენსიას" კარს ის დაიცავს.

20 თებერვალი. ლა ლიგა. ვალენსია - ბარსელონა
26 თებერვალი. ლა ლიგა. მალიორკა - ვალენსია
3 მარტი. თასი. ვალენსია - ბილბაო
5 მარტი. ლა ლიგა. ვალენსია
- გრანადა
13 მარტი. ლა ლიგა. ხეტაფე - ვალენსია
20 მარტი. ლა ლიგა. ელჩე - ვალენსია

მკითხველის კომენტარები / 5 /
გიორგის რა თქმა უნდა დიდ წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ ლევანტეში გიორგი ნაცარაშვილი გვყავს,რომლის შესახებაც დიდი ხანია აღარაფერი გვსმენია.იქნებ მის შესახებაც მოგვაწოდოთ რაიმე ინფორმაცია.ქართველი გულშემატკივრები,ესპანეთიდანაც გვეხმიანებიან ხოლმე და თუ ვინმეს,რაიმე ინფორმაცია გაქვთ,თქვენც მადლობელი დაგრჩებით.
სოსო
13:55 17-02-2022
0
მეტი მუშაობა საკუთარ თავზე,არც ერთი წუთით არ უნდა მოდუნდეს და ყოველი თავისუფალი დრო ამისთვის გამოიყენოს.ასევე აუცილებელია ფეხით თამაში დახვეწოს.ეს არის დიდი შანსი რაც მან უნდა გაოიყენოს.
გეგი
13:32 17-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული