მამარდაშვილის დიდი შანსი - სილესენი მინიმუმ ერთი თვე იუქმებს

AutoSharing Option
msn-ის ცნობით, ფეხზე გაკეთებული მცირე ოპერაციის გამო "ვალენსიას" მეკარე იასპერ სილესენს მინიმუმ ერთი თვე გაუცდება და ამ პერიოდში ქართველი გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს.

გამოცემა წერს, რომ "ღამურების" ნომერი პირველი გოლკიპერი სილესენია, ხოლო მამარდაშვილმა ხაუმე დომენეკს იერარქიულ საფეხურზე გაუსწრო.

მოკლედ, თუ გიორგიმ კარგად ითამაშა და რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, რაც, იმედია, არ მოხდება, უახლოეს 6 მატჩში "ვალენსიას" კარს ის დაიცავს.

20 თებერვალი. ლა ლიგა. ვალენსია - ბარსელონა
26 თებერვალი. ლა ლიგა. მალიორკა - ვალენსია
3 მარტი. თასი. ვალენსია - ბილბაო
5 მარტი. ლა ლიგა. ვალენსია
- გრანადა
13 მარტი. ლა ლიგა. ხეტაფე - ვალენსია
20 მარტი. ლა ლიგა. ელჩე - ვალენსია

მკითხველის კომენტარები / 5 /
სილესენს არაფერს ვერჩი და მალე გამოჯანმრთელდეს.. მაგრამ მამარდასთვის ოქროს ამბავია თითოეული ლალიგის მატჩი.. ზღვა ემოცია და გამოცდილებაა.. მერე რომ დაბრუნდება სილესენი ამის გადახარშვის დროც ექნება და უფრო ძლიერი ფსიქიკის გახდება.. მაქამდე კი ფეხზე ივარჯიშოს და გამოსვლებზე
ქართველი
23:30 16-02-2022
0
სილესენს სულ ტრავმა აქვს და იმიტომაც უნდათ გაშვება.მეკარე და ასე ტრვმებისკენ მიდრეკილი მე სილესენის გარდა არავინ მახსენდება.როგორ უნდა მიიღოს მეკარემ სეზონში 2-3 ტრავმა გასაკვირია.რაც ვალენსიაშია სულ ასეა.
Master
23:39 16-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული