ქარიშხალმა არენის სახურავის ნაწილი მოგლიჯა და მიქაუტაძის "სერენის" მატჩი გადაიდო

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატზე "გენტისა" და გიორგი მიქაუტაძის "სერენის" 28-ე ტურის მატჩი იმის გამო გადაიდო, რომ ქარიშხალმა სტადიონის სახურავის კონსქრუქციის ნაწილი მოგლიჯა.

sporza იტყობინება, რომ ამ არენაზე ანალოგიურ პრობლემას 2020 წლის თებერვალში ჰქონდა ადგილი და ირწმუნებოდნენ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა.

კონსტრუქციის ნაწილი პარკინგზე მანქანებს დაეცა და დააზიანა. ძლიერი ქარის გამო სახურავზე შეკეთების მიზნით ასვლა ვერ მოახერხეს და მატჩი მომავალ კვირაში ჩატარდება.

"გენტი" ჟუპილერ ლიგაზე 43 ქულით მეხუთე ადგილზეა, "სერენი" 23 ქულით მეჩვიდმეტეზე, მიქაუტაძეს კი ყველა ტურნირზე ბოლო 12 შეხვედრაში თამაშიდან გოლი
არ გაუტანია (ორჯერ პენალტიდან გაიტანა) - ბოლოს 27 ნოემბერს "სენტ-ტრუიდენის" კარი დალაშქრა. მის ანგარიშზე ჩემპიონატზე 21 მატჩში 8 გოლია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს შემთხვევაც ჩვენი მერიის ბრალია?
ვაჟა მასწავლებელი
13:31 19-02-2022
2
ესეც საქართველოა?!
სოსო
13:40 19-02-2022
1

სიახლეები პოპულარული