დღის მატჩი! მამარდაშვილი "ბარსელონას" წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს, 20 თებერვალს, ევროპის TOP 5 ლიგაში არაერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართება, თუმცა ქართველი გულშემატკივრებისთვის დღის მატჩი "მესტალიაზეა" ჩანიშნული - გიორგი მამარდაშვილმა და "ვალენსიამ" "ბარსელონას" უნდა უმასპინძლონ.

ქართველი მეკარე "ღამურებს" მშვენივრად დაუბრუნდა, თუმცა ბორდალასის გუნდი ამ სეზონში საკმაოდ ბევრს უშვებს და არასტაბილური დაცვის ხაზი ჰყავს...

ხავის "ბარსელონა" ჯერჯერობით მძლავრი არაა, მაგრამ სეზონის სტარტთან შედარებით, უკეთეს ფორმაშია - კატანოლიენელები ამჟამად ცხრილში მე-6 პოზიციაზე არიან, თუმცა სხვებზე ნაკლები მატჩი აქვთ გამართული. ვალენსიელებმა დღევანდელ მეტოქეზე 9 ქულით ნაკლები მოაგროვეს.

თასზე "ბილბაოსთან" და ჩემპიონატში "რეალთან"
მატჩებს თუ არ ჩავთვლით, კატალონიელები 2022 წელს ცუდად არ გამოიყურებიან - სიმეონეს "ატლეტიკოს" მშვენიერ სტილში (4:2) აჯობეს. ლეგენდარული ხავის გუნდმა ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე, "ნაპოლის" წინააღმდეგ (1:1) ითამაშა, რის გამოც შესაძლოა, გარკვეული როტაცია ვიხილოთ. სხვადასხვა მიზეზით, გუნდს ალვეში, პიკე, რობერტო, უმტიტი, ლენგლე, ფატი და დეპაი დააკლდებიან.

"ვალენსიას" 2022 წელს "ლა ლიგაში" არ გაუმარჯვია. გუნდის მთავარი დანაკლისი ახლა ძირითადი მეკარე სილესენია...

გიორგი მამარდაშვილმა ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდ "რეალის" წინააღმდეგ უკვე ითამაშა, თუმცა ის შეხვედრა წარმატებული არ გამოვიდა, იმედია, კატალონიელებთან სხვა სცენარს ვიხილავთ და ქართველი მეკარე ძირითადი შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბდება....

"ვალენსიას" და "ბარსელონას" შორის გამართულ უკანასკნელ 5 შეხვედრაში "მესტალიას" ბინადრებმა მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს. ამ გუნდებს ერთი ძალიან წარმატებული ტრანსფერი უკავშირდება - ესპანური ფეხბურთის ერთ - ერთი საუკეთესო ფორვარდი დავიდ ვილა კატალონიიურ კლუბში "ღამურებიდან" გადავიდა...

მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება და მას ცნობილი არბიტრი დელ სერო განსჯის.

altმამარდაშვილის დიდი შანსი - სილესენი მინიმუმ ერთი თვე იუქმებს

altსილესენმა ოპერაცია გაიკეთა - "ბარსელონასთან", ალბათ, მამარდაშვილი ითამაშებს


მკითხველის კომენტარები / 10 /
…გიორგი დღეს უნდა იფრინო!!! წარმატებები!!
დათო
11:39 20-02-2022
0
იმდენს იყაყანებტ რომ ბარსა კარგად დაადებს და ამით გაჩუმდებით.
MAXO
18:23 20-02-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული