მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 1:4 დამარცხდა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და მიუხედავად ოთხი გოლის გაშვებისა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილის მარცხში დადანაშაულება არასწორი იქნება.

მასპინძლებს ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეეძლოთ, მაგრამ ხილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, ობამეიანგმა კარგი შანსი ვერ გამოიყენა, 23-ე წუთზე კი მან ალბას პასი მიიღო და მამარდაშვილის კარის ცხრიანში გაიტანა გოლი. „ვალენსიამ“ მალე გაიტანა, თუმცა გაიაზე თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. 32-ე წუთზე
დემბელეს ჩაწოდებული ბურთი ფ. დე იონგმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე უკვე სოლერის გატანილი არ ჩათვალა არბიტრმა, რადგან იქამდე გაიას ბურთი ხაზს იქით გაექცა.

შესვენების შემდეგ გავის მეოთხე გოლის გატანა გიორგიმ არ დაანება, 52-ე წუთზე სოლერმა ანგარიში შეამცირა, თუმცა 63-ეზე პედრიმ ქართველის კარი დალაშქრა. 78-ე წუთზე ობამეიანგი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჰეთ-თრიკის შესრულება ვერ შეძლო.

„ვალენსია“ 30 ქულით მე-12 ადგილზეა და 26 თებერვალს გასვლაზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. „მესტალია“. 38 315 მაყურებელი

ვალენსია - ბარსელონა 1:4
გოლები: 0:1 ობამეიანგი (23), 0:2 ფ. დე იონგი (32), 0:3 ობამეიანგი (38), 1:3 სოლერი (52), 1:4 პედრი (63)

მკითხველის კომენტარები / 53 /
რა თქმა უნდა ყველას გვინდა ჩვენი გოლკიპერი მაგარი იყოს მაგრამ ასე სინამდვილეში არარის ძალიან სუსტი მეკარეა. ამ შეხვედრაში ორი ბურთი მამარდაშვილის ბრალია
ისიდორე
21 თებერვალი 2022 10:26
3
რას ერჩით ამ მამარდას რაგინდათ? კაცი გამოვიდა ითამაშა მშვენიერი თამაში კურტუა ნოიერი შტეგენები და კასილასები უშვებდნენ შეცდომებს მამარდა ვინსაა ლუპით რო აკვირდებით?! თან არცერთი გოლი არიყო მაგ ბიჭის ბრალი ბოლო გოლი რიკოშეტით გავიდა. კაი დაინახეთ და ის აღნიშნეთ თქვენ გადით გადაჭედილ მესტალიაზე და მასე ითამაშეთ! რამდენი ღრძო ადამიანი ხართ არ გრცხვენიათ? დაიხრჩობით თქვენივე ბოღმით! საიდან მოეყარენით ამდენი ღვარძლიანი შურიანი ხალხი ფუ მართლა თქვენი!!!!!!!!!
რონი
21 თებერვალი 2022 09:45
7
მე-4 გოლზე ვინც აპელირებთ, თვალის ექიმს გაესინჯეთ! ამხელა 2 მეტრიანი რიკოშეტი!
Რაგბის ფანი
21 თებერვალი 2022 04:43
6
არცერთ მხარეს არ ვედავები, ყველას თავისი ხედვა აქვს! ერთზე ვიტყვი: ტერშტეგენმა რომ პირველი სასაცილო ბურთი გაუშვა, რომ ჩათვლილიყო??!! მითუმეტეს მას არც გამოცდილება აკლია და არც აღიარება! ბოლოსდაბოლოს გერმანიის ნაკრების მეკარეა!!!
ლეო
21 თებერვალი 2022 20:56
0
ნამეტანი უაზროდ შედგნენ მამარდაშვილს: თავგანწირვა, მონდომება მაინც ეჩვენებინა გაშვებულ გოლებშიო. ისეთი გოლები გაუტანეს რეაგირებაც ვერ მოასწრო. ცარიელ კარში ურტყამდნენ 2 მეტრიდან და რა რეაგირება უნდა მოესწრო. ან აუბამეიანგის გოლზე რა უნდა ექნა? უმაღლესი კლასის სტრაიკერმა დაურტყა უზუსტესად და უძლიერესად. ბოლო გოლიც კიდევ ნებისმიერ მეკარეს შეიძლება გაუვიდეს. გიორგი მარცხნივ მოძრაობდა და ბურთი მარჯვნივ აიჭრა. პირველ თამაშებში დაუშვა შეცდომები, მაგრამ ამ მატჩში მისი დადანაშაულება უსამართლობაა!
odala
21 თებერვალი 2022 21:57
0
ძალიან ცუდი იყო გუშინდელ თამაშზე მამარდიან,ისე თავის ისტორიულ სამშობლოში რომ ითამაშოს ეტევან არარატში არა
rokdi
21 თებერვალი 2022 16:04
12
ვალენსია უდაოდ კრიზისშია. გიორგის უფრო მეტი თავდაჯერებულობა. არავისზე ნაკლები არაა. გუნდში ფსიქოლოგები არა ყავთ?! ასეთ ჩემპიონატში ამ სპეციალისტების გარეშე ვერც ერთი მოთამშე ფსიქოლოგიურ დატვირთვებს ვერ გაუძლებს.
მერაბი
21 თებერვალი 2022 09:53
2
წარმატებები მამარდაშვილს. ჩვენიანია და გული შეგვტკივა მასზე და გინდა, რომ საუკეთესო მატჩები ჩაატაროს. ჯერ-ჯერობით არ გამოსდის და მთლიანობაში არც ვალენსიაა კუპერის დროინდელი გუნდის დარი. ჩემი მოკრძალებული აზრით, მამარდშვილს უჭირს გამოსვლებზე თამაში და მცველების იმედზეა ხშირ შემთხვევაში
მერაბი
21 თებერვალი 2022 17:56
1
მე მხოლოდ პირველ გოლს ვუყურე! კარგი მეკარე აუცილებლად აიღებდა! ახლა გისვამთ კითხვას, აიღებდა თუ ვერა პირველ ბურთს სახელგანთქმული მეკარეები:
1. იაშინი
2. გორდონ ბენქსი
3. შილტონი
4. დასაევი
5. ტომაშევსკი
6. შილტონი
7. ნოიერი
8. ბუფონი
9. ტიბო კურტუა
10.კასილიასი
SILVERMARCS
21 თებერვალი 2022 16:12
7
არა მეგობარო, მთლად ეგრეც არაა. ზუსტად ეგეთი ბურთები აქვთ გაშვებული ზემოჩამოთვლილთაგან უმეტესობას, თანაც არა კარიერის დასაწყისში, არამედ სახელი რომ ჰქონდათ უკვე დაგდებული მაგარი მეკარის. ძალიან მაგარი დაურტყა ობამეიანგმა. ესპანელებს ჰქონდათ ანალიზი, ობამეიანგს მაგ პოზიციიდან 6% ჰქონდა გატანის შანსი და გამოიყენა, მაგრამ მერე იყო მეორე ანალიზი, ეგეთი ძლიერი და ზუსტი დარტყმის ალბათობა იყო დაახლოებით 10%. რა თქმა უნდა იყო აღების შანსი, მაგრამ არც თუ დიდი. მაგას ტოპმეკარეობა ჭირდება, მამარდაშვილი კი ჯერ არაა ტოპი.
გულშემატკივარი
21 თებერვალი 2022 18:26
0
რეებს ბოდიალობთ.მეკარიმ შეიძლება ოთხიდან ოთხივე ბურთი გაუშვას მარა თავგანწირვით გაუშვას,შეეტყოს რომ თავი გადადო,ბურთზე წავიდა.მთელი სხეულით გაწირა თავი.მთელი ნახტომით და ასე შემდეგ რასაც სახელოვანი მეკარეები აკეთებენ.სად დაინახეთ მისი თავგაწირვა.საერთოდ ვერ გაინძრა ადგილიდან.ძალიან დაბალი კლასის მეკარე.აქ არაფერ შუაშია ასაკი.თავგანწირვული ნახტოვი არა აქვს,ბურთს უბდა შეაკვდეს ,ეს ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამს 2 მეტრიანი მეკარე დააკვირდით.ძაან სუსტი მეკრეა,სიმართლეს თვალებში შევხეთოთ
giorgi
21 თებერვალი 2022 19:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული