"ჰამბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "ზანდჰაუზენთან" მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურის მატჩში 46-ე წუთზე 20 წლის ფარიდუ ალიდუს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და მისი თამაში გერმანულმა მედიამ დადებითად შეაფასა.
"ჰამბურგი" 23 ტურის შემდეგ 41 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ვერდერს" 1 ქულით ჩამორჩება და ბრემენულ გუნდს 27 თებერვალს უმასპინძლებს. "ბილდის" ვარაუდით, შეიძლება გიორგი ამ შეხვედრაში უკვე სასტარტოში დააყენონ:
"ფარიდ ალიდუ "ჰაიდენჰაიმთან" დაპირისპირებაში ერთ-ერთი აქტიური იყო. "ზანდჰაუზენთან" ჭაბუკს ბევრი არაფერი გამოუვიდა, ახლა კი 22 წლის გიორგი ჩაკვეტაძის სახით კიდევ ერთი ძლიერი კონკურენტი ჰყავს. კვირას ქართველი
"ვერდერთან" ძირითად შემადგენლობაში იქნება?
ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიაა. ერთი რამ ცხადია: "გენტიდან" იჯარით აყვანილი ქართველი HSV-ში ყოველ მატჩში მეტს და უკეთ თამაშობს - "დარმშტადთან" (5:0) 12 წუთი, "ჰაიდენჰაიმთან" (2:0) 24 წუთი და "ზანდჰაუზენთან" (1:1) სრული მეორე ტაიმი.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ მუტცელმა ქართველი შეაქო: "გიორგი სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. თქვენ ხედავთ, რომ ის რიტმში სულ უფრო და უფრო ჯდება, ფორმაში შედის და ძლიერდება. თავდასხმაში მუდამ შეუძლია რაღაც სახიფათოს შექმნა".
"ბილდის" მსგავსად, აღნიშნულ თემას ანალოგიური წერილი myshareusa-მ მიუძღვნა.
"ბილდის" მსგავსად, აღნიშნულ თემას ანალოგიური წერილი myshareusa-მ მიუძღვნა.