BILD: ჩაკვეტაძე ყოველ მატჩში მეტს და უკეთ თამაშობს - "ვერდერთან" სასტარტოში იქნება?

AutoSharing Option
"ჰამბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე "ზანდჰაუზენთან" მეორე ბუნდესლიგის 22-ე ტურის მატჩში 46-ე წუთზე 20 წლის ფარიდუ ალიდუს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და მისი თამაში გერმანულმა მედიამ დადებითად შეაფასა.

"ჰამბურგი" 23 ტურის შემდეგ 41 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ვერდერს" 1 ქულით ჩამორჩება და ბრემენულ გუნდს 27 თებერვალს უმასპინძლებს. "ბილდის" ვარაუდით, შეიძლება გიორგი ამ შეხვედრაში უკვე სასტარტოში დააყენონ:

"ფარიდ ალიდუ "ჰაიდენჰაიმთან" დაპირისპირებაში ერთ-ერთი აქტიური იყო. "ზანდჰაუზენთან" ჭაბუკს ბევრი არაფერი გამოუვიდა, ახლა კი 22 წლის გიორგი ჩაკვეტაძის სახით კიდევ ერთი ძლიერი კონკურენტი ჰყავს. კვირას ქართველი
"ვერდერთან" ძირითად შემადგენლობაში იქნება?

ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიაა. ერთი რამ ცხადია: "გენტიდან" იჯარით აყვანილი ქართველი HSV-ში ყოველ მატჩში მეტს და უკეთ თამაშობს - "დარმშტადთან" (5:0) 12 წუთი, "ჰაიდენჰაიმთან" (2:0) 24 წუთი და "ზანდჰაუზენთან" (1:1) სრული მეორე ტაიმი.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ მუტცელმა ქართველი შეაქო: "გიორგი სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. თქვენ ხედავთ, რომ ის რიტმში სულ უფრო და უფრო ჯდება, ფორმაში შედის და ძლიერდება. თავდასხმაში მუდამ შეუძლია რაღაც სახიფათოს შექმნა".

"ბილდის" მსგავსად, აღნიშნულ თემას ანალოგიური წერილი myshareusa-მ მიუძღვნა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
მჯერა, ადრინდელ გიორგის მალე ვიხილავთ. "ჰამბურგს" თუ გადაყვა ბუნდესლიგაში, საუკეთესო ვარიანტი იქნება.
მერაბი
09:57 21-02-2022
0
გენტში კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აქვს. გენტს თუ რაიმეს აღება უნდა, ამ ზაფხულს უნდა გაყიდოს, რადგან ზამთარში ვერ ექნება გარანტია რომ ვინმე გადაიხდის მილიონებს და არ დაელოდება კიდევ 5-6 თვე.

ხვიჩასთვის მთავარია ეხლა მიდმივი პრაქტიკა ჰამბურგში და კარგი თამაში და დარწმუნებული ვარ ზაფხულში რომელიმე გერმანული გუნდი იყიდის. კარგი პრესა გერმანიაში უკვე ყველა სკაუტის თვალთახედვის არეში მოაქცევს. იმედია დატოვებს არა მარტო გენტს, ბელგიასაც
წელს გაყიდის გენტი
03:18 21-02-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული