ბორდალასი: "ვალენსიასა" და "ბარსას" შორის დიდი სხვაობაა - შეიძლება წააგო, მაგრამ ასე ადვილად არა

AutoSharing Option
ლა ლიგის 25-ე ტურში "ბარსელონასთან" საშინაო მატჩში (1:4) "ვალენსიას" კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. შეხვედრის შემდეგ კომენტარი ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გააკეთა.

"ძალიან გაბრაზებული ვარ. მინდა ჩემი გუნდი ისეთივე ბრძოლისუნარიანი იყოს, როგორც "ბილბაოსთან". ამ შედეგებით ევროტურნირებზე გასვლაზე ფიქრი უგუნურება იქნება. ქულები უნდა მოვიპოვოთ, რათა დასკვნით ეტაპზე ცუდ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. რა თქმა უნდა, მე არ ვფიქრობდი, რომ ეს რეალური იყო. რაც მაოცებს, ისაა, რომ ერთსა და იმავე შეცდომებს ვიმეორებთ. უნდა დავიძაბოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. როდესაც "ბარსელონას" მსგავს მეტოქეს ამდენს დაუთმობ,
ამას არ გაპატიებს.

გაშვებული გოლების მიხედვით, პრიმერაზე ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, "ბარსას" კარგად ვიცნობთ. არ შეიძლება მოწინააღმდეგეს ამდენი საგოლე მომენტი შეაქმნევინო. კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და ექვსი მომენტიდან ოთხი გოლი გაგვიტანეს, ჩვენ მეტი შესაძლებლობიდან - მხოლოდ ერთი.

ფანების გამო გული მწყდება, რადგან ამას არ იმსახურებენ. შეიძლება წააგო, მაგრამ ასე ადვილად არა. ჩვენ ყველანი "ბარსელონას" პოტენციალის წინაშე უძლურნი ვიყავით. ჩვენსა და "ბარსას" შორის დიდი სხვაობაა. ვერც ერთი დიდი გუნდი ვერ დავამარცხეთ. წარსულით ვერ ვიცხოვრებთ და მათთან კონკურენცია გვსურს", - ციტირებს ბორდალასს sportsfinding-ი.

მან აგრეთვე დაცვის სუსტ თამაშს გაუსვა ხაზი, მამარდაშვილის შესახებ კი არაფერი უთქვამს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ თამაში მწვრთნელმა წააგო, ბარსელონას რომ "მიდი-მოვდივარ", გახსნილ ფეხბურთს ეთამაშები რისი იმედი გაქვს? აბა ჩაეკეტა საჯარიმო, აქცენტირებულად მეორე ნომრად ეთამაშებინა "ვალენსია" და გედეშისა და ბრაუნის კონტრშეტევებზე აეგო მთელი თამაში, მაშინ ამდენს არ გაუშვებდნენ და იქნება ერთი-ორი ბურთი თვითონაც გაეტანათ. ღია გაშლილ თამაშში ბარსელონას ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია უკავია და გულუბრყვილობა იყო მათთან ასეთი ჯახის მოწყობა.
"ობიექტური შემფასებელი"
16:43 21-02-2022
1
მეკარეზე რა უნდა ეთქვა?საჯარიმო "პრახადნოი დვორია" და სათადარიგოდან შემოყვანილი,თითქმის გამოუცდელ მეკარეს რაუნდა მოსთხოვოს?არც ერთი გოლი არ იყო მისი ბრალი და იმ ორი სეივიდან კიდევ ერთიც რომ გაეშვა,ვერც მას დააბრალებდნენ.უბრალოდ არ შეიძლება, ასეთი პოზიციებიდან, ასე თავისუფლად დაარტყმევინო კარში.მცველები საშინელ პოზიციურ შეცდომებს უშვებენ და ბურთს კი არ უყურებენ,არამედ პირდაპირ კაცზე მიდიან, გადასათელად.საერთოდაც, თანამედროვე ფეხბურთს რომ ვუყურებ,საჯიხვეებში მგონია თავი,ერთმანეთს რქებით რომ ეჯახებიან და ნახევრად ტვინშერყეულები ინრძვიან.
სოსო
12:25 21-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული