"ძალიან გაბრაზებული ვარ. მინდა ჩემი გუნდი ისეთივე ბრძოლისუნარიანი იყოს, როგორც "ბილბაოსთან". ამ შედეგებით ევროტურნირებზე გასვლაზე ფიქრი უგუნურება იქნება. ქულები უნდა მოვიპოვოთ, რათა დასკვნით ეტაპზე ცუდ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. რა თქმა უნდა, მე არ ვფიქრობდი, რომ ეს რეალური იყო. რაც მაოცებს, ისაა, რომ ერთსა და იმავე შეცდომებს ვიმეორებთ. უნდა დავიძაბოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. როდესაც "ბარსელონას" მსგავს მეტოქეს ამდენს დაუთმობ,
ამას არ გაპატიებს.
გაშვებული გოლების მიხედვით, პრიმერაზე ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, "ბარსას" კარგად ვიცნობთ. არ შეიძლება მოწინააღმდეგეს ამდენი საგოლე მომენტი შეაქმნევინო. კლასში სხვაობა ძალიან დიდი იყო და ექვსი მომენტიდან ოთხი გოლი გაგვიტანეს, ჩვენ მეტი შესაძლებლობიდან - მხოლოდ ერთი.
ფანების გამო გული მწყდება, რადგან ამას არ იმსახურებენ. შეიძლება წააგო, მაგრამ ასე ადვილად არა. ჩვენ ყველანი "ბარსელონას" პოტენციალის წინაშე უძლურნი ვიყავით. ჩვენსა და "ბარსას" შორის დიდი სხვაობაა. ვერც ერთი დიდი გუნდი ვერ დავამარცხეთ. წარსულით ვერ ვიცხოვრებთ და მათთან კონკურენცია გვსურს", - ციტირებს ბორდალასს sportsfinding-ი.
მან აგრეთვე დაცვის სუსტ თამაშს გაუსვა ხაზი, მამარდაშვილის შესახებ კი არაფერი უთქვამს.