ვოლკოვის ეფექტური რეიდი და საგოლე პასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-16 ტურში დავით ვოლკოვის "ზირამ" "საბაჰი" 2:0 დაამარცხა. ფრანგმა ჰამიდუ კეიტამ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით ვოლკოვმა მეორე გოლის დროს ასისტენტობა გასწია.

26 წლის ვოლკოვმა ძალიან ეფექტური რეიდი მოაწყო და პასიც არანაკლები გამოუვიდა - თანაგუნდელს ბურთი კარის ხაზთან მისცა.

"ჯვაროსანთა" შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 10 გოლია, "ზირა" კი ჩემპიონატში მესამეა - ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღისა" და "გაბალას" შემდეგ. 28 თებერვალს ვოლკოვი და მისი თანაგუნდელები უკანასკნელ საფეხურზე მყოფ "სებაილს" ესტუმრებიან.

altმიქაუტაძისა და ვოლკოვის შემდეგ ნაკრებში დებიუტს კიდევ ერთი ფორვარდი

ელოდება...

altდავით ვოლკოვი: აზერბაიჯანში ქართული ფეხბურთის შესახებ საკმაო ინფორმაციას ფლობენ

მკითხველის კომენტარები / 7 /
საღოლ ძმაო აზერებს და თავიანჩ ჩემპიონატს , მაგარი კარგი თამაშებიდა კარგი გუნდები ყავთ , აგერ ყარაბახი მარსელს მშვენივრად ეთამაშა
ლშა_იუვენტინო
22 თებერვალი 2022 11:49
0
ყოჩაღ!!! აი კვარას და ჩაკვეს წინა ხაზში ცენტრფორვარდი ესეთი ჭირდება..მიდი დავით ეგრე გააგრძელე ნაკრებში ძირითადში გვეიმედები!!
ჩორნი
21 თებერვალი 2022 22:58
0
ქართველი ბენზემა
qomagi
21 თებერვალი 2022 20:53
0
ეს ბიჭი აღარ ხუმრობს. მიდი ვოლკ, გვეიმედები და გვჯერა შენი.
21 თებერვალი 2022 14:32
0
წარმატებები დავით ვოლკოვს!!! მეიმედება მისი თამაში ნაკრებში!!!
tngh
21 თებერვალი 2022 14:10
0
მე უფრო ვრცელი მიმოხილვა ვნახე და ამის ანალოგიური პასი მანამდეც მისცა,ოღონდ კეიტამ შტანგას გაარტყა თორე 2 საგოლე პასი ქნებოდა.ასევე რეაქტიულად შევარდა ოღონდ მარცხნიდან და გასატანი პასი მისცა და საერთოდაც მაგრა ითამაშა.
Levani
21 თებერვალი 2022 13:35
0
დავინტერესდი მეც და ვუყურე ვრცელ მიმოხილვას და "ხოარღადაობ" თვალებით ვუყურებდი... ეს რა მაგარი იგროკი ყოფილა და ვაბშე რა თამაში იყო აზერბაიჯანის ჩემპიონატში გამოვშტერდი... ძაან შორს ვართ, აი კოსმიური მანძილით ვართ შორს თანამედროვე ფეხბურთთან DDD
რა მაფიაა?
21 თებერვალი 2022 23:30
0

სიახლეები პოპულარული